ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს სასამართლოში არსებული საქმეებიდან ინფორმაციების მიწოდებას. აგრეთვე, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 52 განცხადება, მათ შორის:
1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - 6
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - 5
3. მართლმსაჯულების განვითარების ცენტრი - 9
4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - 3
5. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - 1
6. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - 1
7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – 1
8. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი - 1
9. სს ,,საქართველოს ბანკი’’ – 1
10. შპს ,,ლიბერალი’’ - 1
11. შპს ,,გაზეთი ბათუმელები’’ - 1
12. ადვოკატი - 1
13. მოქალაქე - 21
შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 42 მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდა -9, ხოლო 1 განცხადება რეაგირებისთვის გადაიგზავნა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში.
საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების შესახებ 33 გადაწყვეტილება და უარის თქმის 5 გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსის ქეთევან აწყურელის მიერ.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ 6 გადაწყვეტილება და 2 გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თამარ ქაჯაიას მიერ, ხოლო საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების შესახებ 3 გადაწყვეტილება და უარის თქმის 2 გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია ჭელიშვილის მიერ.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი გამოწვეული იყო იმით, რომ 5 შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომლის დამუშავებას და შენახვას სასამართლო არ აწარმოებს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით არც ევალება ამგვარი ინფორმაციის დამუშავება-შენახვა. 4 შემთხვევაში - განმცხადებელი ითხოვდა ისეთი პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას, რომლის გაცემისათვის საჭირო იყო იმ პირის თანხმობა ვისაც ეხებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებზე პასუხები მომზადდა წერილობითი სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებ-გვერდი www.kutaisi -appeal.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს მომხმარებელმა.
სასამართლოში არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი.
სასამართლოში გასაჩივრდა ერთი უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, რომელიც განხილული იქნა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ გასაჩივრებულა სასარჩელო წესით.
ქეთევან აწყურელი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი
კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები
განყოფილების უფროსი