სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.

            აღნიშნულ პერიოდში (2016 წლის 14 დეკემბრამდე) სააგენტოში შემოსულია 16       განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. აქედან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ყველა მოქალაქეზე და ორგანიზაციაზე.

            საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ დაფიქსირებულა უარის თქმის არცერთი შემთხვევა.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყველა თანამშრომელზე შეგროვებული და დამუშავებულია პერსონალური მონაცემები. იგივე ხორციელდება ახალი თანამშრომლის მიღების შემთხვევაშიც.

            ინფორმაცია, თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მომცველი საინფორმაციო ბაზისა და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ყოველკვარტალურად მიეწოდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემდგომში საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად.

            რაც შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლისა და „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევა სააგენტოში არ დაფიქსირებულა.

 

დირექტორის მ/შ                                                                                                 იგორ აფციაური