სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ პერიოდში (2016 წლის 14 დეკემბრამდე) სააგენტოში შემოსულია 16 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. აქედან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ყველა მოქალაქეზე და ორგანიზაციაზე.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ დაფიქსირებულა უარის თქმის არცერთი შემთხვევა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყველა თანამშრომელზე შეგროვებული და დამუშავებულია პერსონალური მონაცემები. იგივე ხორციელდება ახალი თანამშრომლის მიღების შემთხვევაშიც.
ინფორმაცია, თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მომცველი საინფორმაციო ბაზისა და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ყოველკვარტალურად მიეწოდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემდგომში საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად.
რაც შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლისა და „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევა სააგენტოში არ დაფიქსირებულა.
დირექტორის მ/შ იგორ აფციაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში“?
- „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში“ მიღებულია 14.12.2016. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში“, №0, 14.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3484726/