სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
წარმოგიდგენთ სსიპ − გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ − გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ − გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის 201 5 წლის 05 მაისის № 1/კ-73 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ − გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი თამარი იმერლიშვილი.
ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოვიდა 1 (ერთი) მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) დაკმაყოფილდა 1 (ერთი) მოთხოვნა. მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზის და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და პერსონალური მონაცემების სხვისთვის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინარული სახდელი არ დადებულა;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 1 (ერთი) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული | 1 (ერთი) |
| გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გაცემის თაობაზე | 0 (ნული) |
| ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 (ნული) |
| ინფორმაცის დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხის შესახებ | 0 (ნული) |
სსიპ − გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ
ნორიოს საჯარო სკოლის დირექტორი შ. მამუკაშვილი