,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტანსაცმლის ფორმის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №243 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ``

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 21/01/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №24

2004 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტანსაცმლის ფორმის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №243 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკის ტანსაცმლის ფორმა თანდართული ესკიზებისა და აღწერილობის მიხედვით, რის საფუძველზეც „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტანსაცმლის ფორმის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №243 ბრძანებულებაში (საკანონმდებლო მაცნე, 27/07/2001წ., №79, მუხლი 561) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1.  პლანშეტი 14-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პლანშეტი 14

საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო“.

2. პლანშეტი 22 ჩამოყალიბდეს შემდეგი აღწერილობით:

„პლანშეტი 22

სამხრე (საშემოდგომო-საგაზაფხულო) ფორმისათვის

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

2.  უფროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის მაიორი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – მუქ ლურჯ ველზე ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის უ ფ როსი ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

4.  უმცროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ოთხი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი სამი თამასა.

სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ორი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ერთი თამასა.

სახელმწიფო დაცვის რიგითი – მუქი ლურჯი ველი“.

3. პლანშეტი 23 ჩამოყალიბდეს შემდეგი აღწერილობით:

„პლანშეტი 23

სამხრე ზაფხულის ფორმისათვის

1.  უმაღლესი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

2.  უფროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

4.  უმცროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ყვითელი ცისფერკანტიანი ოთხი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ყვითელი ცისფერკანტიანი სამი თამასა.

სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ყვითელი ცისფერკანტიანი ორი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ყვითელი ცისფერკანტიანი ერთი თამასა.

სახელმწიფო დაცვის რიგითი – მანჟეტის მუქი ლურჯი ველი“.

4. პლანშეტი 24 ჩამოყალიბდეს შემდეგი აღწერილობით:

„პლანშეტი 24

სამხრე და შევრონი სამსახურებრივი ფორმისათვის

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

2.  უფროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – შევრონის შავ ველზე, სამი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ორი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი ხვეულიანი თამასა.   

4. უმცროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – შევრონის შავ ველზე, ოთხი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, სამი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, ორი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

 

5. პლანშეტი 31 ჩამოყალიბდეს შემდეგი აღწერილობით:

„პლანშეტი 31

ფურნიტურა

1.  მარჯვენა სამკლაური ემბლემა (შევრონი) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს მოსამსახურეებისათვის, ტრანსფორმირებული ნორმანულ ფარზე, შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი ლურჯი ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა მარჯვენა კუთხეში, გერბის დეტალი: გადაჯვარედინებული აფთები.

2.  მარჯვენა სამკლაური ემბლემა (შევრონი) დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველოს მოსამსახურეებისათვის, ტრანსფორმირებული ნორმანულ ფარზე, შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი მუქი წითელი (შინდისფერი) ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა მარჯვენა კუთხეში, გერბის დეტალი: არწივი, რომელსაც უპყრია ცენტრალური კომპოზიცია.

3.  მარჯვენა სამკლაური ემბლემა (შევრონი) საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოს მოსამსახურეებისათვის, ტრანსფორმირებული ნორმანულ ფარზე, შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი ოქროსფერი ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა ცენტრალურ ნაწილში, გერბის დეტალი: ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, მარჯვნიდან მარცხნივ კი ირიბად გამოსახულია საქართველოს რუკის კონტური“.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

 

6. პლანშეტი 34 ჩამოყალიბდეს შემდეგი აღწერილობით:

„პლანშეტი 34

სამხრე და შევრონი სამსახურებრივი ფორმისათვის

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

2.  უფროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

 სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – შევრონის შავ ველზე, სამი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ორი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი ხვეულიანი თამასა.

4. უმცროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – შევრონის შავ ველზე, ოთხი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, სამი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, ორი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა“.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

 

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი