,,საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების შესახებ``
მიღების თარიღი 20.01.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 480.370.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 21/01/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების შესახებ``
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 70.9pt 0in 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №25
2004 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების შესახებ
სათანადო ნორმატიული ბაზის არარსებობამ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაართულა საქართველოს საავიაციო ბაზარზე საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ნორმალური განხორციელება, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოში ავიაციის განვითარებას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და აზარალებს ქვეყნის ბიუჯეტს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 27 თებერვლის №1982 დადგენილების შესრულების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიერ მომზადდა და ხელი მოეწერა „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა (მთავრობას) და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც წარდგენილია საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის. ამ შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის მოწესრიგება, საქართველოს საჰაერო ავიაბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა;
ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი პირობები მათ შესაბამის ტერიტორიებს შორის დაწესებული მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას.
აქედან გამომდინარე:
1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ „საქართველოს ხელისუფლებასა (მთავრობას) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ 2003 წლის 17 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლამდე მიანიჭოს ნებართვა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ზემოაღნიშნული შეთანხმებითა და მისგან გამომდინარე ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული რეგულარული რეისების შესასრულებლად.
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა (მთავრობას) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დაჩქარება.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი