სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის 201 6 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების ” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
წარმოგიდგენთ საქართველოს სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 201 6 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის 2016წლის 7 დეკემბრის №147ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად დადგინდა სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი მაკსიმ გალსტიან.
ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 2 (ორი)განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა.სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ს თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 201 6 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.
სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი /ლიანა პილტოიან /