სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
მიღების თარიღი 22.12.2015
ძალაში შესვლა 08.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/209
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016439
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება" საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
პრეამბულა
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში, როგორც ცალკე აღებული „მხარე“ და ერთად ,,მხარეები“), ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის საქმეში წვლილის შეტანის მიზნით შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
მიზანი
ამ შეთანხმების მიზანია, განსაზღვროს საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 1.500.000 (ერთი მილიონ ხუთსი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში ფინანსურ რესურსების განაწილების საფუძვლები, რომლისგანაც 1.200.000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოიყენება თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისგან სამხედრო მიზნებისათვის საქონლის შესასყიდად და 300.000 (სამასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა ორგანოების მიერ.
მუხლი II
ფარგლები
ამ შეთანხმების შესაბამისად, 1.200.000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსები საქართველოს მთავრობისათვის ხელმისაწვდომი იქნება ფინანსური კონტრიბუციის სახით, როგორც თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისგან, პირველ რიგში, თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესასყიდად საჭირო ფინანსური ხარჯები, თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 300.000 (სამასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსი გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის პროექტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ.
მუხლი III
კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო პირები
ეს შეთანხმება განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინიტროს მიერ და საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამ შეთანხმების საკონტაქტო პირები არიან საქართველოს სამხედრო ატაშეს ოფისი ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისი თბილისში, საქართველოში.
მუხლი IV
განხორციელების პრინციპები
1. 1.200.000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსებით თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში, თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში:
ა) თუკი შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 1.200.000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტს აშშ დოლარებში 1.200.000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში 100%.
ბ) თუკი შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება ნაკლებია 1.200.000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი, აშშ დოლარებში, 1.200.000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) 100%.
ხელმისაწვდომი იქნება ნაღდი ფულის სახით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ცენტრალური ბანკისათვის მიცემული ბრძანების საფუძველზე შეთანხმების პრინციპები შესაბამისად იმ კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, რომლისგანაც იქნა შესყიდვა განხორციელებული და რომელიც განსაზღვრული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
2. საქართველოს მთავრობისათვის ამ შეთანხმების შესაბამისად გამოყოფილი რესურსი გამოიყენება ამ შეთანხმების მუხლი X-ის შესაბამისად. გამოუყენებელი ქონება დაბრუნდება თურქეთის რესპუბლიკის ხაზინაში.
3. საქართველოს მთავრობა თურქეთში შესყიდვის განხორციელებამდე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნის გამოყოფილი რესურსების შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნათა ნუსხას (პრიორიტეტების ჩათვლით). თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებით, განსაზღვრულ იქნება შესაბამისი კომპანიები და საქართველოს მთავრობა დაიწყებს თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში, თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, შესყიდვის პროცესს.
4. გადახდები განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ იმ კომპანიების საბანკო ანგარიშზე, რომლისგანაც იქნა საქონელი შესყიდული და რომელიც განსაზღვრული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ შემდეგი პირობების შესრულების შემდეგ:
ა) საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის კონტრაქტის ხელმოწერისა და შესრულების შემდეგ;
ბ) მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა დიპლომატიური ნოტის მეშვეობით განაცხადებს, რომ საქონელი და მომსახურება იქნა მიწოდებული.
5. თუკი საქართველოს მთავრობა განახორციელებს შესყიდვას, რომელიც აღემატება გამოყოფილი რესურსების ოდენობას, საქართველოს მთავრობა გამოყოფს გამოყოფილ ფინანსურ რესურზე დამატებით რესურსს. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა არ განახორციელებს ამ შეთანხმებაში აღნიშნულ თანხაზე მეტ გადახდას. დამატებითი თანხა გადახდილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ.
6. ის ხარჯები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფინანსური რესურსების გამოყოფასთან, როგორიცაა ტვირთის გადაზიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი, გადაფუთვა, სწავლება, მგზავრობის ხარჯები და ყოველდღიური ხელფასი, დაზღვევა, გადასახადები, ბანკის საკომისიო და განსხვავებები ვალუტის გადაცვლისას, ასახული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის დადებულ შესყიდვის კონტრაქტში.
7. შესყიდვის პროცესის ფარგლებში განსახორციელებელი ვიზიტები დაიწყება ამ შეთანხმების მუხლი IX-ს შესაბამისად ძალაში შესვლის შემდეგ. ამ პროცესთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლობის ხარჯები დაფარული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ. შესყიდვის პროცედურების განხორციელების განმავლობაში, გამოიყენება თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი მარეგულირებელი დებულებები; საქონლისა და მომსახურების საქართველოში გადაცემის შემდეგ გამოიყენება საქართველოში არსებული დებულებები.
მუხლი V
საქონლისა და მომსახურების გამოყენების უფლება
1. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა თანახმაა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გადაცემული ფინანსური რესურსებით შეძენილი ქონებისა და მომსახურებით მიღებული შემოსავალი გადარიცხოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულ საბანკო ანგარიშზე.
2. საქართველოს მთავრობა თანხმდება, რომ საქონელსა და მომსახურებას ან მათი გამოყენების უფლებას არ გადასცემს სხვა ქვეყანას ან მესამე მხარეს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე.
3. ამ შეთანხმების პირობები არ ვრცელდება ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლის მხარეები არის ორივე მხარე და არ გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ.
მუხლი VI
საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება
მხარეები არ გაუმჟღავნებენ შეთანხმების შინაარსს და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციას ან მასთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციას მესამე მხარის მთავრობას, კომპანიას ან პირს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. ამ მუხლში დაფიქსირებული საიდუმლო ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება მხარეებზე ვრცელდება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.
მუხლი VII
დავათა გადაწყვეტა
ამ შეთანხმების განხორციელებასა და განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებს მხარეები გადაწყვეტენ დიპლომატიური არხებით მოლაპარაკებების და/ან კონსულტაციების გზით ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლოს, საარბიტრაჟო ორგანოსა ან მესამე მხარისადმი დავის გადასაწყვეტად მიმართვის გარეშე. თუკი მხარეთა შორის დიპლომატიური არხების საშუალებით მოლაპარაკებებით არ იქნა მიღწეული შეთანხმება, ეს შეთანხმება შეწყდება X მუხლში მოცემული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი VIII
ცვლილებები და დამატებები
1. თითოეულმა მხარემ შეიძლება წამოაყენოს წინადადება წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მხარეები წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში დაიწყებენ მოლაპარაკებებს.
2. მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული ცვლილებები ძალაში შევა IX მუხლში მოცემული პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
3. თუკი კონსულტაციების დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, შეთანხმება შეწყდება X მუხლის დებულებების შესაბამისად.
4. მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მხარეები გააგრძელებენ შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი IX
რატიფიკაცია და ძალაში შესვლა
ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების საშუალებით მიღების დღიდან.
მუხლი X
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. თუკი საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების გამოყენება სრულად ამოიწურება, ეს შეთანხმება შეწყდება მეორე წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც მხარეები ერთმანეთს უდასტურებენ აღნიშნული ფინანსური რესურსების სრულად ამოწურვას.
2. იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ან დაასკვნის, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ამ შეთანხმების დებულებებს, მხარეებს შეუძლიათ წერილობით მოითხოვონ კონსულტაციები. კონსულტაციები დაიწყება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. თუკი მომდევნო 60 დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, ერთ-ერთი მხარე შეწყვეტს შეთანხმებას უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში.
3. შეთანხმების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეთანხმებების V მუხლის დებულებებზე.
მუხლი XI
ტექსტი და ხელმოწერა
1. ეს შეთანხმება მომზადდა ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
2. ამის დასტურად, ორივე მხარის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ქვემორე ხელმომწერები, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას ქ. ანკარაში, 2015 წლის 22 დეკემბერს.
საქართველოს მთავრობის
სახელით: პოლკოვნიკი მამუკა სამხარაძე
წოდება: საქართველოს თავდაცვის ატაშე
თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში
ხელმოწერა: (ხელმოწერა)
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით:
პოლკოვნიკი ბედირჰან ქოჩი
წოდება: თურქეთის რესპუბლიკის
ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი მრეწველობის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი
ხელმოწერა: (ხელმოწერა)