„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№161
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.038.016754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №161

2016 წლის 23  დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2015, 010340020.22.038.016468) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

1. მე-8 მუხლის:

ა) „ბ“  და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვა;

გ)  საექიმო-სამედიცინო  პუნქტებისა  და  თავისუფლების  შეზღუდვის  დაწესებულების  პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კონსულტაციებით და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფა;“;

ბ) „ე“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;“;

ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ზედამხედველობა;“;

ვ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ფარმაცევტული საქმიანობის ზედამხედველობა;“;

ზ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი;“;

თ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობას. დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;

ვ2) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების სამედიცინო ხელმძღვანელობისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მოსამსახურეთა დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას და მათი განხორციელების ხელშეწყობას;“;

ე) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;“.

 

4. მე-11 მუხლის:

ა) „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვას და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;";

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების სამედიცინო ხელმძღვანელობისა და მოსამსახურეთა დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას და განხორციელების ხელშეწყობას;“;

 

5. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

6. მე-13 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების,  კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:

„ზ1) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას;

ზ2) ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;“.

 

7. მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვას და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;

დ2) დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;“.

 

8. მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) ცენტრში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების,  კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;

გ2) ცენტრის სამედიცინო ნაწილის ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 დეკემბრიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №161. სარეგისტრაციო კოდი — 010340020.22.038.016754.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №161, 23.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016754 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3495626/