სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№61601476831
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

 

სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:     

სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის 2016 წლის 04 აგვისტოს № 21 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ორჯის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ვენერა არევიანი.

ა) 2016  წლის საანგარიშო პერიოდში,სკოლაში არ შემოსულა განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე.საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა .

დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და  ინფორმაციის დამუშავებას და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე  უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულია.  გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.

 

სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის

სოფელ ორჯის საჯარო

სკოლის დირექტორი                                                ნვერ მინასიან