ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/3715
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ.

2016 წლის განმავლობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჯარო ინფორმაციის

მოთხოვნით მომართა ორმა მოქალაქემ. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და სამინისტროების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა მოხდა 23-ჯერ.

საჯარო ინფორმაციის გაცემა ხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის  მიერ კანონით დადგენილ ვადებში. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, დაგვიანებით გაცემა კი მოხდა ერთ შემთხვევაში. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.კერძოდ: საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის  მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - ,,შენიშვნა“.

საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით განმცხადებლის მიერ გასაჩივრების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტის გამგეობას კომპენსაციის სახით თანხა არავისთვის არ გადაუხდია.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი                                      ბექა ბაიდაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2016.
როდის იქნა მიღებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ მიღებულია 09.12.2016. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დოკუმენტის ნომერი — №01/3715.
სად არის „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“, №01/3715, 09.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3496477/