,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №48
2004 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაცია.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, №128, 2002 წ., მუხლი 1132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი;“.
ბ) მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23.
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებისა და მაჩვენებლების შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი. ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების, უპირატესად საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზული გაანგარიშებების განხორციელება;
ბ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტ ა ლების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის რეგიონალურ (ტერიტორიულ) ჭრილში;
გ) დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი. მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტის მომზადება;
დ) კონსოლიდირებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ყოველთვიური ანალიზი. შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარდგენა;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გრძელვადიანი მიმართულებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ზ) მოქმედი საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება;
თ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტული წინადადებების მომზადება;
ი) მოსაკრებლის, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სფეროში ერთიანი-კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
კ) ეკონომიკის ცალკეული დარგების მიხედვით განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებული პროექტების ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ლ) კანონმდებლობის მიხედვით საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებაში მონაწილეობა;
მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის სამუშაოების კოორდინაცია;
ნ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიზური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ო) სახელმწიფო საფინანსო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზაცია და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
პ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ მინისტრისა და სამინისტროს დავალებების შესრულების პროცესის და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია და ხელშეწყობა“.
დ) 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 9 მარტიდან.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.02.2004.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``“?
- „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``“ მიღებულია 13.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.05.002.002.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``“, №48, 13.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34966/