,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებებეის შეტანის თაობაზე``

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 15/02/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №51

2004 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 23.07.2001 წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი;

ბ) საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის მოადგილე;

გ) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

დ) საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს უფროსი;

ე) საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურის უფროსი;

ვ) საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი ბუღალტერი;

ზ) საქვეუწყებო დაწესებულების განყოფილების უფროსი;

თ) რეგიონალური საბაჟოს უფროსი;

ი) ანტიმონოპოლიური სამსახურის ბიუროს უფროსი.

    მუხლი 25. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) რეგიონალური საბაჟოს სამმართველოს უფროსი;

ბ) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსი;

გ) საქვეუწყებო დაწესებულების კანცელარიის უფროსი;

დ) საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ე) საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურის უფროსის მოადგილე;

ვ) საქვეუწყებო დაწესებულების კანცელარიის უფროსის მოადგილე;

ზ) საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი ბუღალტრის მოადგილე;

თ) საქვეუწყებო დაწესებულების განყოფილების უფროსის მოადგილე;

ი) საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს განყოფილების უფროსი;

კ) რეგიონალური საბაჟოს უფროსის მოადგილე;

ლ) რეგიონალური საბაჟოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

მ) რეგიონალური საბაჟოს გამშვები პუნქტის უფროსი;

ნ) რეგიონალური საბაჟოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილე;

ო) რეგიონალური საბაჟოს განყოფილების უფროსი;

პ) ანტიმონოპოლიური სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 26. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) რეგიონალური საბაჟოს საგუშაგოს უფროსი;

ბ) რეგიონალური საბაჟოს ჯგუფის უფროსი;

გ) რეგიონალური საბაჟოს კომენდანტი;

დ) საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი სპეციალისტი;

ე) საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი სპეციალისტი;

ვ) საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალისტი;

ზ) საბაჟო დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი;

თ) საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი;

ი) საბაჟო დეპარტამენტის ინსპექტორი;

კ) რეგიონალური საბაჟოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ლ) რეგიონალური საბაჟოს საგუშაგოს უფროსი;

მ) საქვეუწყებო დაწესებულების რეფერენტი.“.

მ. სააკაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებებეის შეტანის თაობაზე``“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.02.2004.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებებეის შეტანის თაობაზე``“?
„,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებებეის შეტანის თაობაზე``“ მიღებულია 13.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.002.
სად არის „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებებეის შეტანის თაობაზე``“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებებეის შეტანის თაობაზე``“, №51, 13.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34972/