ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ,,ინფორმაციის

თავისუფლების შესახებ“ თავის

დებულებების შესრულების თაობაზე

 

(2016 წელი)

 

   2016 წლის განმავლობაში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 63 განცხადება შემოვიდა. აქედან 63 მოთხოვნა დაკმაყოფილდა დაუყოვნებლივ ან 10 დღის ვადაში; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 0 განმცხადებელს. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

2016 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

2016 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი. განმცხადებლებს ინფორმაცია მიეწოდათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ნინო წეწვაძის, შემდეგ კი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის მიერ.

2016 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2016 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების 6975 ფაქტი.

 2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის 6 ფაქტი დაფიქსირდა. მონაცემების გადაცემა განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მერის მოვალეობის შემსრულებელი                              გიორგი რაზმაძე