,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.162.016386
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №24

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/01/2016, 190020020.35.162.016363) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
  • დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  • ,,მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

    პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 498.500 (ოთხას ოთხმოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარს.“

     2.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი



    დანართი №2
    ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამის ბიუჯეტი

     

    პროგრამის დასახელება

     

    ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა

    სოციალური დახმარების ოდენობა (ლარებში)

    ერთ პირზე/ოჯახზე

    სულ

    2

    3

    4

    5

    ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი)

    150

    100

    15.000

    სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო ვარჯიშების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა)

     

    მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის  და მეტის შემთხვევაში – არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 500 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის  სარეიტინგო ქულა არის 100 000-მდე

     

    198.500

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე)

    40

    საახალწლოდ – 50

    2.000

    სააღდგომოდ – 50

    2.000

    სულ – 100

              სულ - 4.000

    უდედმამო ბავშვები (16 წლამდე)

     

    15

    საახალწლოდ – 50

    750

      სააღდგომოდ – 50

    750

    სულ – 100

             სულ - 1.500

    95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება

    15

    100

    1.500

    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები

     

    8

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისს) – 250

    2.000

     

     ა) სამამულო ომის ვეტერანების  სადღესასწაულო დახმარება

     

    7

    9 მაისისთვის – 200

    1400

     ბ)  ომის ვეტერანთა  სარიტუალო ხარჯები

         6

    გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის ფულადი დახმარება – 250

    1500

    მრავალშვილიანი (რომელთც ჰყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე დაბადებული 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახების დახმარება

    80

    100

    8 000

    ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში)

    170

    100

    17 000

    ოჯახები, რომელთაც ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი

     

    ხანძარი არაუმეტეს 1000, სტიქია არაუმეტეს 500

    28.000

    უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

    5

    200

    1 000

    სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის

    30

    საახალწლოდ – 50

    1.500

    სააღდგომოდ – 50

    1.500

    სულ – 100

    სულ – 3 000

    მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა

     

     

    1.500

    ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება

    270

     

    130.000

    დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯები

     

    არაუმეტეს 500 ლარი

    10.000

     სტიქიის შედეგად  უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირის ხარჯები

     

    ყოველთვიურად არაუმეტეს 70 ლარი, 4 თვის განმავლობაში 

    0

    დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება

     

    წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი

    32 000

    განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან

     

     

    33. 000

      უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება

     

     

    5 100

    სოფელ კასრისწყალის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა  გამაჯანსაღებელი ღონისძიების დაფინანსება

     

     

    4 500

     

     

     

         სულ – 498.500