მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიშს:
რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი:
●განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და „რიგითი“ მოქალაქეების განცხადებებს;
●რესურსცენტრში მიმდინარე წელს არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და შსაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე არ მიღებულა გადაწყვეტილება.
●საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;
●რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
●საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;
●2016 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და, შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
●რესურსცენტრს არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად ყველამ მიიღო;
●საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან რესურსცენტრს ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ამასთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით (დანართი N1 თან ერთვის).
|
ანგარიში
|
რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობარე მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯვების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
ბუთხუზ წულაია