ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
2016 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 22 განცხადება შემოვიდა. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საკრებულოს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახე ბ . ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა საკრებულოში არ შემოსულა.
2016 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს – საკრებულოს აპარატის უფროს ს .
2016 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
2016 წლის მანძილზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ განხორციელებულა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი.
საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს აპარატის უფროსი ქეთევან ხვედელიძე