საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ
მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 20 დოკუმენტი. არცერთი დოკუმენტი არაა შემოსული საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით. სულ შემოსული 20 დოკუმენტიდან 15 (75,0%) დოკუმენტი შემოსულია იურიდიული პირებიდან, ხოლო 5 (25,0%) – ფიზიკური პირებიდან.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებიდან ყველაზე მეტი 4 (20,0%) ეხება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო საკითხებს (გამგეობის საშტატო ნუსხის და შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნულ და თანამდებობიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ და ა.შ); ბიუჯეტის ხარჯვის და ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება 3 (15,0%), გამგეობაში გაცემულ ხელფასებს, პრემიებსა და ფულად ჯილდოებს –2 (10,0%), საჯარო მოხელეთა კონკურსებს – 2 (10,0%), დასახლებების საერთო კრებების და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების საკითხებს – 2 (10,0%), ხოლო სხვა საკითხებს-7 (35,0%) დოკუმენტი.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ ყოფილა მიღებული უარის თქმის არცერთი გადაწყვეტილება. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა დროულად, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში შექმნილია საჯარო მონაცემთა ბაზა, რომლის გამოყენებაც ხდება არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად გამგეობაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის მიზნით შექმნილია ფაილური სისტემის კატალოგები, რომელთა წარმოების შესახებ შეტყობინებები გაგზავნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეების მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
გამგებელი მალხაზ ბაზაძე