„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№156
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016749
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №156

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის №170 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2015, 100110000.22.038.016585) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
📎 დანართები (1)
156.doc DOC

პლანშეტი №1

მამაკაცის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

1. ყოველდღიური ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი პიჯაკი, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი პიჯაკი, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

ყოველდღიური ფორმა გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №2

მამაკაცის ფორმა (ზაფხულის)

1. ყოველდღიური ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი გახსნილი საყელოთი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

ყოველდღიური ფორმა გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №3

მამაკაცის ფორმა (ზამთრის)

1. ზამთრის ყოველდღიური ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი მოკლე პალტო, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ზამთრის გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი მოკლე პალტო, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

ყოველდღიური ფორმა გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №4

მამაკაცის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი პიჯაკი, შავი ფერის თბილი პულოვერი, მუქი ლურჯი კეპი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №5

მამაკაცის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო) გამოსასვლელი

გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №6

მამაკაცის ფორმა (ზაფხულის)

ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი კეპი, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი გახსნილი საყელოთი (ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პოლო მაისური); ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №7

მამაკაცის ფორმა (ზამთრის)

ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი მოკლე ქურთუკი (დათბილული), მუქი ლურჯი კეპი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №8

ქალის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი (მუქი ლურჯი ქვედა კაბა), მუქი ლურჯი პიჯაკი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ფერის თბილი პულოვერი, მუქი ლურჯი კეპი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №9

ქალის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო) გამოსასვლელი

გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი (მუქი ლურჯი ქვედა კაბა), მუქი ლურჯი პიჯაკი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №10

ქალის ფორმა (ზაფხულის)

ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი (ლურჯი მოკლემკლავიანი პოლო მაისური) მუქი ლურჯი კეპი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №11

ქალის ფორმა (ზამთრის)

ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი მოკლე ქურთუკი (დათბილული), მუქი ლურჯი კეპი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №12

მამაკაცის ფორმა

1. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო) – მუქი ლურჯი შარვალი, შავი ფერის თბილი პულოვერი, მუქი ლურჯი კეპი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის) – მუქი ლურჯი შარვალი, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი (ლურჯი მოკლემკლავიანი პოლო მაისური), მუქი ლურჯი კეპი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი მოკლე ქურთუკი (დათბილული), თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი კეპი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

საგაზაფხულო – საშემოდგომო საზაფხულო ზამთრის

პლანშეტი №13

ქალის ფორმა

1. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო) – მუქი ლურჯი შარვალი (მუქი ლურჯი ქვედა კაბა), მუქი ლურჯი კეპი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ფერის პულოვერი, შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი კეპი, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი (ლურჯი ფერის პოლო მაისური), შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ქურთუკი (დათბილული), თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი კეპი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

საგაზაფხულო – საშემოდგომო საზაფხულო ზამთრის

პლანშეტი №14

გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველო

1. საველე ფორმა – დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) კეპი, დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) დათბილული ქურთუკი, დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) დათბილული ქუდი, დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) შარვალი, შავი მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. საველე ფორმა – ღია ხაკისფერი კეპი (ბერეტი), ღია ხაკისფერი ქურთუკი, ღია ხაკისფერი შარვალი, მწვანე პულოვერი, შავი მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

1 2

პლაშეტი №15

სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო

1. საველე ფორმა – შავი კეპი, შავი შარვალი, შავი გრძელმკლავიანი მაისური, შავი ქურთუკი (დათბილული), შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. საველე ფორმა – შავი კეპი, შავი შარვალი, შავი გრძელმკლავიანი მაისური, შავი ხებე, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი პულოვერი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

1 2

პლანშეტი №16

გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველო

ყოველდღიური ფორმა – მუქი ნაცრისფერი შარვალი, ნაცრისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ნაცრისფერი პულოვერი, ნაცრისფერი პოლო მაისური, მუქი ნაცრისფერი კეპი, მუქი ნაცრისფერი ჟილეტი (დათბილული), მუქი ნაცრისფერი ქურთუკი (დათბილული), შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი (ბათინკი), შავი ქამარი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №17

1. გენერლის ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი, სტილიზებული ვარსკვლავი ოქროსფერში.

2. ოფიცრის წინაფრიანი ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ვაზის წნულის ვერცხლისფერი ორნამენტი (მცირე), რომელშიც განთავსებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა.

3. წინაფრიანი ქუდის (კეპის) კოკარდა – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა.

[pic]

პლანშეტი №18

1. იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი/მუქი რუხი სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

2. იუსტიციის გენერალ-მაიორის სამხრე – ლურჯი/მუქი რუხი სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

3. იუსტიციის პოლკოვნიკის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით; გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

4. იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით; გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

5. იუსტიციის მაიორის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით; გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით.

6. იუსტიციის კაპიტნის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი) ოთხი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე); გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ოთხი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

7. იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი) სამი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე); გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, სამი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

8. იუსტიციის ლეიტენანტის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი) ორი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე); გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ორი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

9. იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი) ერთი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე); გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ერთი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

10. იუსტიციის ზემდეგის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი ფართო ზოლით.

11. იუსტიციის უფროსი სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი სამი ზოლით.

12. იუსტიციის სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი ორი ზოლით.

13. იუსტიციის უმცროსი სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი ერთი ზოლით.

14. იუსტიციის რიგითის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი).

სამხრეები პიჯაკისათვის:

1. იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი/მუქი რუხი სამხრე ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

2. იუსტიციის გენერალ-მაიორის სამხრე – ლურჯი/მუქი რუხი სამხრე ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

3. იუსტიციის პოლკოვნიკის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

4. იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

5. იუსტიციის მაიორის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით.

6. იუსტიციის კაპიტნის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ოთხი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

7. იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, სამი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

8. იუსტიციის ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ორი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

9. იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ერთი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

[pic]

პლანშეტი №19

1. გენერლის ქუდის წინაფრის ორნამენტი და ქამარი ოქროსფერი;

2. წინაფრიანი ქუდის ქამარი ვერცხლისფერი;

3. ჰალსტუხის სამაგრი ოქროსფერი (გენერლის);

4. ჰალსტუხის სამაგრი ვერცხლისფერი;

5. გვარის აღმნიშვნელი სამკერდე ფირნიში (ოქროსფერზე შავი წარწერა (გენერლის), შავზე ვერცხლისფერი წარწერა).

6. სამკლაური ემბლემა;

7. ღილები – ოქროსფერი (გენერლის);

8. ღილები – ვერცხლისფერი;

9. გენერლის ღილკილო;

10. ოფიცრის ღილკილო;

[pic]