„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.173.016146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერიის დებულების დამტკიცების შესახებ'' ქალაქ ახალციხის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2014   წლის   14  ივლისის   №2  დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge, 17/07/2014,  სარეგისტრაციო   კოდი: 010250020.35.173.016002)   და  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის (დებულება):
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

,,1.  მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) ვიცე-მერი;

გ) მერის მოადგილე;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.".

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. ვიცე-მერი

ვიცე-მერს თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. ვიცე-მერი ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან  თანამდებობიდან მისი  გადადგომისას   ან/და გადაყენებისას.".

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. მერიის სამსახურები

1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს  მერის  გადაწყვეტილებების  შესრულებას, აგრეთვე  ამზადებს  მერის დავალებით საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს.

2.   სამსახური  საქმიანობას   წარმართავს  მოქმედი კანონმდებლობის,  ამ   დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას  უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია  მერის წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის და შესყიდვების სამსახური;

დ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური;

ე) ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახური;

ვ) მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახური;

ზ) იურიდიული სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი) შიდა აუდიტის სამსახური;

კ) ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური.

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით,  რომელთა  პროექტებს  შეიმუშავებს  მერი  და წარუდგენს  საკრებულოს  დასამტკიცებლად".

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის  ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საკადრო საკითხთა და საორგანიოზაციო, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.’’

5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების  მართვის და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება  და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება- ­ დამუშავება, მუნიციპალიტეტის  ქონების მართვა და  ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზება, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზურნველყოფა, შესყიდვის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება.".

6. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა კანონთან მიმართებაში, სხვადასხვა სამუშაოს დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა-რეაგირება, სამართალდარღვევების გამოვლენა და ზომების მიღება, ოქმების შედგენა, დაჯარიმება კანონის შესაბამისად და შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდული ანალიზი, ადგილობირივი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა  და საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადება, მათ შესრულებაზე მონიტორინგი, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადება, მათ შესრულებაზე მონიტორინგი, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადების დაგეგმვა და აღრიცხვა თითოეულ გადამხდელზე წლის, კვარტალის და თვეების მიხედვით.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე