ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში რესურსცენტრი) 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2015 წლის 29 იანვრის №2/-02 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტი ( საქმისმწარმოებელი) სოფიო ტურავა.
ა) რესურსცენტრში შემოვიდა სულ 142 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე რესურსცენტრში შემოვიდა 4 მოთხოვნა, შესწორებული ინფორმაცია გაიცა ოთხივე მოთხოვნაზე. ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 142 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
გ) რესურსცენტრში შემოვიდა საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე 11 მოთხოვნა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა.
ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 142 (ასორმოცდაორი) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 4 (ოთხი) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული | 142 (ასორმოცდაორი) |
| გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე | 11 (თერთმეტი) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 (ნული) |
| ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 (ნული) |
| ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 (ნული) |
რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია