„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.173.016149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.173.016074) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ადმინისტრაციული სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ახალციხე 0800, მერაბ კოსტავას №18.’’.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             ,,მუხლი 4. ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან;

2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანყოფებია:

ა)  საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ)  საორგანიზაციო განყოფილება;

გ)  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

3.   სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.’’.

3. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საორგანიზაციო განყოფილება:

ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;

ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;

გ) მერის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება;

დ) გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:

ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;

ბ) სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;

გ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

დ) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;

ე) მერიის მოსამსახურეებისა და წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა, კომუნიკაცია მოქალაქეებთან;

ვ) მერის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.12.2016.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.12.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.173.016149.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №33, 22.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016149 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3500191/