დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშს:

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 20 (ოცი) განცხადება. მათგან დაკმაყოფილდა 17 (ჩვიდმეტი). ორ განცხადებაზე ადრესატს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო პასუხი არ ჩაბარებია, ხოლო ერთი განცხდება დამუშავების პროცესშია.

2. საჯარო მოხელეთა მიერ არ ყოფილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი და პასუხისმგებელი პირები არ დასჯილან დისციპლინური სახდელის დადებით.

3. საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 2,9 ლარს.

საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი