„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №566 |
|
2016 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. №1.1 დანართის (კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 721 900 ლარით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტი განისაზღვრება 903 800 ლარით.“.
2. №1.2 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 863 000 ლარით.“.
3. №1.3 დანართის (ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 934 000 ლარით.“.
4. №1.4 დანართის (ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 34 000 ლარით.“.
5. №1.5 დანართის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 050 000 ლარით.“.
6. №1.6.4 დანართის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი):
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 43 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 640 000 ლარით.“;
გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 38 ერთეული კოხლეარული იმპლანტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხოლო ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 5 ერთეული კოხლეარული იმპლანტის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.
7. №1.8 დანართის (დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 360 000 ლარით.“.
8. №1.9 დანართის (მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 718 000 ლარით.“.
9. №1.10 დანართის (მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 088 000 ლარით.“.
10. №1.11 დანართის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 619 000 ლარით.“.
11. №1.12 დანართის (სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 034 000 ლარით.“.
12. №1.13 დანართის (მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 117 000 ლარით.“.
13. №1.14 დანართის (მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7000 ლარით.“.
|