„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №564 |
|
2016 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საინვესტიციო და კვლევების დეპარტამენტი;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტი.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საინვესტიციო და კვლევების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ წარმოებული კვლევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და კვლევების განხორციელების შესახებ ამ ორგანოთა ინფორმირების უზრუნველყოფა, ბიზნესისა და საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება და შესაბამისი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ბ) საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
გ) საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციით, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებით;
დ) საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საინვესტიციო გარემოს ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;
ე) საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
ვ) ინვესტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობაში;
ზ) ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი;
თ) ინვესტორთა დახმარება საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №564. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.019631.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №564, 23.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019631 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3500447/