„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№162
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016755
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №162

2016 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, 100020020.22.038.016523) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან საჯარო მოსამსახურეები  და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება

სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:

ა) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა;

ბ) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;

გ) დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმების შედგენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირებისთვის მიმართვა;

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა და შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმება;

ე) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და მათი სათანადო წესით შემოწმება;

ვ) დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;

ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების კონტროლი;

თ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;

ი) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება;

კ) დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება;

ლ) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმება;

მ) საკნის ტექნიკური დათვალიერება,  სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის, აგრეთვე მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

3. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება, როგორც წესი, ხორციელდება ხელბორკილის გამოყენების გარეშე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება დანიშნულების ადგილზე მიყვანამდე, დასაშვებია ხელბორკილის გამოყენებით, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ასევე თუ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება, ცდილობს გაქცევას, ან/და თუ არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის გონივრული ეჭვი.

12) ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ხელბორკილის გამოყენება დასაშვებია იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი გამოყენება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა.“.

4. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკანში მსჯავრდებულის, ხოლო სპეციალურ საკანში ბრალდებულის ყოფნის შემოწმება ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს ბრალდებული/მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საკნიდან და შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება საკანში.“.

5. 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის, პირადი სრული შემოწმება ხორციელდება სკანერის გამოყენებით, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე, ექვემდებარება შემოწმებას ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.“.

6. 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემთხვევებისა. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა უკან დაბრუნების შესაბამისი საფუძველი.“.

7. მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში ან დეესკალაციის ოთახში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ჩაჰბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.“.

8. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის კორესპონდენციის გაგზავნა აკრძალულია.".

9. 49-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გასეირნების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში ყოფნისას ან/და განსაკუთრებული პირობების არსებობისას, რაც დაკავშირებულია მასობრივ არეულობებთან, სტიქიურ უბედურებებთან, ოპერატიულ ღონისძიებებთან ან შემთხვევებთან, როდესაც შემოღებულია დაწესებულების განსაკუთრებული პირობები.“.

10. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაწესებულების დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღებით ან/და ტელევიზორით სარგებლობის უფლება, თუ მისი/მათი გამოყენებით არ ირღვევა დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.“.

11. 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჭიროებიდან გამომდინარე, სამორიგეო ცვლაში დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი. სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები.“.

12. დებულების დანართი №2-ის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით).“;

დ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.“.

13. დებულების დანართი №4-ის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით).“;

დ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი