📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 3 აქტს

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016421
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2016
matsne.gov.ge 2,431 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 3 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 06.03.2018 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 06.10.2017 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 05.10.2017 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 06.10.2017 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 06.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №55 2016 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №7 ბრძანება; ბ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №13 ბრძანება; გ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის №15 ბრძანება; დ) ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №23 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი დანართი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 4🔗 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსების და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ზედაპირული (მათ შორის, შავი ზღვის)  წყლის რესურსების მართვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა; დ) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების განხილვა და შეთანხმება; ე) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ორგანიზება; ვ) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის მიერ წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის შევსების სისწორის შემოწმების, დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვისა და მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების სისწორის შემოწმების  მეთოდური ხელმძღვანელობა; თ) „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის“ კონვენციის მრჩეველთა და სამუშაო ჯგუფებში კანდიდატურების წარდგენა და მათი მუშაობის კოორდინაცია; ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; კ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესის განსაზღვრა; მ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება; ნ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის   შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება; ო) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის გაცემა; პ) მიწის ბუნებრივ რესურსზე დამაგრების, ასევე წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემის საკითხის შეთანხმება; ჟ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; რ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; ს) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და  რეკულტივაციის პროექტების/გეგმების განხილვა და შეთანხმება, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის; ტ) კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების  ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; „დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის“ მომზადების ორგანიზება; უ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმდინარე პროექტების მონიტორინგი; ფ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციისადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია; ქ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული ანგარიშის კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა; ღ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) და სხვა საბაზრო მექანიზმების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია; ყ) ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასება და მათი განვითარების პროგნოზი; შ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან; ჩ) ზედაპირული წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია; ც) კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვასა და ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ძ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; წ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; ჭ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის წინადადებების მომზადება; ხ) კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; ჯ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ჰ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების მიზნით, წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში საერთაშორისო პროექტებსა და ინიციატივებში სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ჩართულობის უზრუნველყოფა საწყისი ეტაპიდანვე; ჰ​1) კომპეტენციის ფარგლებში,  სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ჰ​2) კომპეტენციის ფარგლებში,  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების  სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; ჰ​3) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ჰ​4) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; 2. დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტები დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საერთო საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ნებართვებს, დასკვნებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს; კ) ითანხმებს ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტებისა და   ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტებს და   ხელს აწერს ზემომითითებული დოკუმენტაციების   შეთანხმებასთან დაკავშირებულ თანმხლებ წერილებს; ლ) ითანხმებს ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშებს”, ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტებს” და ხელს აწერს ზემომითითებული დოკუმენტაციის  შეთანხმებასთან დაკავშირებულ თანმხლებ წერილებს; მ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას; ნ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს; ო) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 2. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში  დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) წყლის სამმართველო; ბ) ატმოსფერული ჰაერის სამმართველო; გ) მიწისა და წიაღის სამმართველო; დ) კლიმატის ცვლილების სამმართველო. მუხლი 8🔗 წყლის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა; გ) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა; დ) წყლის რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) წყლის რესურსების მართვასთან და შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; ვ) ზედაპირული წყლის რესურსების ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ზ) ზედაპირული წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და  წყლის ობიექტებში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა; თ) ზედაპირული წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კუთხით ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმების მიღება, მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება, კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება; კ) წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალებების და ანგარიშების განხილვა, პროექტების სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა; ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის საქმიანობის გეგმების შედგენაში მონაწილეობა; მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 9🔗 ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა; ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება; გ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის   შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება; დ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალებების და ანგარიშების განხილვა, პროექტების სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა; ე) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ვ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა; კ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის  მიზნით მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; ლ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო  საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა და დაინტერესებულ მხარეთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 10🔗 მიწისა და წიაღის სამმართველოს ფუნქციებია: ა) მიწის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალებების და ანგარიშების განხილვა, პროექტების სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოსაგან ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე, რეკულტივაციაზე, ეროზიისაგან დაცვის კომპლექსურ ღონისძიებებზე, ნიადაგებში საკვებ ელემენტთა შემცველობაზე, ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე დაკვირვების შედეგების მიღება და გაანალიზება,  შესაბამისი წინადადების მომზადება; გ) საშიში ნივთიერებებითა და ნარჩენებით დაბინძურებული მიწების მონაცემთა ბაზის შექმნა; დ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ე) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; ვ) ნიადაგის დეგრადაციისა და დაბინძურების შეფასების სისტემების  ჩამოყალიბება, კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობაზე დაკვირვებისა და სათანადო გამოკვლევების საფუძველზე ყოველწლიური და პერსპექტიული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგების მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით დაბინძურების შედეგები და დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; თ) სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მორჩენილი და დასაწყობებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შესახებ მონაცემთა (გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მოცულობა, GIS კოორდინატები) ბაზის შექმნა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; ი) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის პროექტების/გეგმების განხილვა და შეთანხმება, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) მიწის ბუნებრივ რესურსზე დამაგრების, ასევე წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემის საკითხის შეთანხმების მიზნით შესაბამისი წერილის მომზადება; მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 11🔗 კლიმატის ცვლილების სამმართველოს ფუნქციებია: ა) კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და  განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასება და მათი განვითარების პროგნოზი; გ) კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების  ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; „დაბალემისიანი  განვითარების სტრატეგიის“ მომზადების ორგანიზება; დ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმდინარე პროექტების მონიტორინგი; ე) კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციისა და სათბურის გაზების ემისიების შემარბილებელი ტექნოლოგიების მოკვლევა/მოძიება და ანალიზი  მათი საჭიროების შეფასებისა და დანერგვის მიზნით; ვ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციისადმი (შემდგომში „კონვენცია“) საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია, შესაბამის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით; ზ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული შესრულება და ანგარიშის  კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა; თ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმით (შემდგომში „ოქმით“) განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია; ი) კონვენციის გადაწყვეტილებების ანალიზი, ქვეყნის პოზიციის შემუშავება და კონვენციის მხარეთა კონფერენციებზე და კონვენციის დამხმარე ორგანოებში მოლაპარაკებებზე მისი წარდგენა-დაცვა; კ) კონვენციის ორგანოებში და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა/ხელშეწყობა; ლ) კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 12🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებასა და შრომითი დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) დადგენილი პერიოდულობით ამზადებს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული  და მიმდინარე საქმიანობის შესახებ; ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 14🔗 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.