„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.023.016420
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №54

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013,  010240030.22.023.016149) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე,“.

2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა)      გაცემა,           ეკოლოგიური           ექსპერტიზისა            და       მიმდინარე საქმიანობის    გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცესის  ორგანიზება,  ეკოლოგიური  ექსპერტიზის დასკვნის შედგენა;

ბ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემა და აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან  საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის    შემოწმება;

დ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი  დოკუმენტაციის  კანონმდებლობით  დადგენილი წესით შენახვა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, მომზადება და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის  მომზადებისა  და დეპარტამენტში  წარმოდგენისათვის;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და  შესაბამისი  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  პროექტის წარდგენა;

თ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენება  და აღრიცხვა;

ი) სანებართვო მოწმობების  გაცემა;

კ) ნებართვებში/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ცვლილებების შეტანის  თაობაზე  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  პროექტის მომზადება;

ლ) უწყებრივი სანებართვო რეესტრის  წარმოება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვებთან/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებასთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ნ) კომპეტენციების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული  პირებისაგან  მიღებული  განცხადებების  განხილვა;

ო) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

პ) საჭიროების შემთხვევაში  გარემოზე  ზემოქმედების  შეფასების  ანგარიშის  საჯარო  განხილვის პროცედურაში  მონაწილეობის მიღება;

ჟ) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი;

რ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე  ორგანიზაციების მონაცემთა  ბაზის შემუშავება;

ს) გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი  დოკუმენტაციის  ვადების მონიტორინგი,  ანალიზი  და კოორდინაცია;

ტ) რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე  ზემოქმედების  ნებართვით/ეკოლოგიური  ექსპერტიზის დასკვნით   გათვალისწინებული   ვალდებულების   შესრულების   შესახებ  შესაბამისი  ინფორმაციის  მიწოდება სახელმწიფო  კონტროლის  განმახორციელებელი ორგანოსათვის;

უ) საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  საქმიანობის  განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული  ვადის განსაზღვრა;

ფ) ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნება;

ქ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის  საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ღ) სწორი სივრცითი და  სექტორული დაგეგმარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

ყ) გარემოს დაცვის სფეროში მონაცემთა მართვის ეროვნული გეოინფორმაციული სისტემის შექმნისა  და არსებული მონაცემთა ბაზების ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

შ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების    გაწევა;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ც) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება  და  მინისტრისათვის წარდგენა;

ძ) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

წ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გაუქმების  თაობაზე  დასაბუთებული  დასკვნის მომზადება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მინისტრისათვის  წარდგენა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან   ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და    განხორციელება.

ხ) კომპეტენციის  ფარგლებში,  გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის    მიწოდება;

ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;

1) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური  ექსპერტიზის  განხორციელებისა  და  გარემოზე  ზემოქმედების  ნებართვის  გაცემის  სფეროში  საერთაშორისო  ხელშეკრულებებით  ნაკისრი  ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების  პერიოდულად მიწოდება;

2) კომპეტენციის ფარგლებში, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწებულებების, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობა;

3) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების    განხორციელება.

3. დებულების მე-7 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამმართველო.“.

4. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8.

  ნებართვების სამმართველო ახორციელებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენასა და   მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის ორგანიზებას;

ბ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემას და აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან  საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის    შემოწმებას;

დ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი  დოკუმენტაციის  კანონმდებლობით  დადგენილი წესით შენახვას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას, მომზადებასა და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნას სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის  მომზადებისა  და დეპარტამენტში  წარმოდგენისათვის;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და  შესაბამისი  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  პროექტის წარდგენას;

თ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენებასა  და აღრიცხვას;

ი) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;

კ)  ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვას;

ლ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

მ) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების  შეფასების   ანგარიშის  საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწებულებების, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობას;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამმართველო ახორციელებს:

ა) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნას, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზს;

ბ) ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე  ორგანიზაციების მონაცემთა  ბაზის შემუშავებას;

გ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი  დოკუმენტაციის  ვადების მონიტორინგს,  ანალიზსა  და კოორდინაციას;

დ) რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე  ზემოქმედების  ნებართვით/ეკოლოგიური  ექსპერტიზის დასკვნით   გათვალისწინებული   ვალდებულების   შესრულების   შესახებ  შესაბამისი  ინფორმაციის  მიწოდებას სახელმწიფო  კონტროლის  განმახორციელებელი ორგანოსათვის;

ე) საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  საქმიანობის  განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული  ვადის განსაზღვრას;

ვ) ნებართვებში/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;

ზ) ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას;

თ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის  საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას;

ი) სწორი სივრცითი და  სექტორული დაგეგმარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას;

კ) გარემოს დაცვის სფეროში მონაცემთა მართვის ეროვნული გეოინფორმაციული სისტემის შექმნისა  და არსებული მონაცემთა ბაზების ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

ლ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

ო) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა  და  მინისტრისათვის წარდგენას;

პ) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გაუქმების  თაობაზე  დასაბუთებული  დასკვნის მომზადებას და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მინისტრისათვის  წარდგენას;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან   ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და    განხორციელებას;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავებასა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის    მიწოდებას;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინებას;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური  ექსპერტიზის  განხორციელებისა  და  გარემოზე  ზემოქმედების  ნებართვის  გაცემის  სფეროში  საერთაშორისო  ხელშეკრულებებით  ნაკისრი  ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების  პერიოდულად მიწოდებას;

ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების  განხორციელებას.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი