საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ–სამორიგეო სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
120.070.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 01/03/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №72

2004 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს სამინისტროებისა და სხვა უწყებების, მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებმა და მათმა ოპერატიულმა და სამორიგეო სამსახურებმა უზრუნველყონ „საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აგვისტოს №368 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის განუხრელი შესრულება.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატებში არსებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში, სათანადო კავშირის საშუალებებით აღჭურვილი ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურების შექმნა, რომლებიც ოპერატიულად მიაწვდიან ინფორმაციას ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურს (არსებული წესის შესაბამისად) მთლიანად მათდამი დაქვემდებარებულ რეგიონსა და ყველა შესაბამის რაიონში მიმდინარე პროცესებისა თუ განვითარებული მოვლენების შესახებ.

3. საქართველოს სამინისტროების, დაწესებულებებისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელებმა პირადად განახორციელონ საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების დროულად მიწოდების კონტროლი. ინფორმაციის მიუწოდებლობის, დაგვიანების, არასრულყოფილად ან არაზუსტად გადაცემის ყველა ფაქტი გახადონ საგანგებო შესწავლისა და მსჯელობის საგანი და დასვან კონკრეტულ თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

4. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (ი.მერაბიშვილი) უზრუნველყოს საქართველოს სამინისტროებისა და სხვა უწყებების, მმართველობითი ორგანოების ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურების კოორდინაცია არსებული მდგომარეობის გაანალიზებისა და შემდეგში გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით.

მ. სააკაშვილი