⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2018)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 01.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016415
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,279 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
01.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №49 2016 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10  მაისის №27 ბრძანება. 3.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადამინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. სააგენტოს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშწორების ანგარიში ბანკში, სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, სააგენტოს ლოგო და ასევე იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. სააგენტოს ლოგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი 1. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური პროცესების და გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ზღვა, ნიადაგი) ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 2. გარემოზე დაკვირვების მონაცემთა შეკრება და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის გლობალურ ინფორმაციულ ქსელებში, გავრცელება; 3. გარემოზე დაკვირვების მონაცემთა დამუშავება, გარემოს მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი  ინფორმაციის გავრცელება; 4. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ გაფრთხილებების შედგენა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება; 5. არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ  მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, ნისლი, ნალექების დეფიციტი, ეროზიულ-აბრაზიული პროცესები, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) მონიტორინგის განხორციელება; 6. კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა, ამ ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილების და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 7. ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო  პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა; 8. კომპეტენციის   ფარგლებში   ბუნებრივი   და   ანთროპოგენური   საფრთხეების   შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა  და  განხორციელებაში მონაწილეობა; 9. საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების გასახლების არეალების განსაზღვრა და შეფასება; 10. მაღალი საფრთხის მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; 11. საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობა; 12. ჰიდროსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით შავი ზღვისა და მდინარეთა აუზების ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება; შავი ზღვის სანაპირო ზოლის, სანაპირო ზონისა და შიდა წყალსატევების ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოება, რეკომენდაციების, წინადადებების,  მეთოდური  და სხვა სახის მასალების მომზადება; 13. სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების (გარდა ტყითსარგებლობისა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმების) განხილვაში მონაწილეობის მიღება; 14. კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის  და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული ფონდების შევსება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა ბაზების ფორმირება; 15. ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური  და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ამსახველ მიმდინარე და მრავალწლიურ  მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება; 16. სხვადასხვა ბუნებრივი სტიქიური მოვლენებისა ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტიტუციური შესაძლებლობების სრულყოფისა და დანერგვის ხელშეწყობა; 17. კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა; 18. ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის საწარმოებლად საჭირო ხელსაწყო-დანადგარების და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სამონტაჟო-საინსტალაციო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, გაზომილი პარამეტრების სიზუსტის კონტროლის ორგანიზება; 19. გეოლოგიური რუკების შედგენა; 20. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან გამოვლინების)  შესაბამისი რუკების მომზადება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება; 21. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის)  სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; 22. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების – სალიცენზიო მოწმობების გაცემა; 23. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება; 24. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დამტკიცება; 25. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 26. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა; 27. ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; 28. სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა. 29. საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმარება-დაპროექტება და ამ სამუშაოებისათვის საჭირო კვლევების წარმოება, ზღვისა და მდინარეთა ნაპირდამცავი პროექტების შემუშავება; 30. მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა; 31. საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური და ზღვის ძუძუმწოვრების  კვლევა და მონიტორინგი; 32. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზების მარაგების შეფასება და კვოტების განსაზღვრა; 33. კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დამტკიცება, ასევე ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 34. საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებების განხორციელება; 35. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  მოშენებული თერთყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების თაობაზე დასკვნების მომზადება  და ამ მიზნით სპეციალური რეესტრის წარმოება; 36. კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება; 37. კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება; 38. კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება; 39. კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. 3. სააგენტოს უფროსი: ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის; გ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, დებს ხელშეკრულებებს,  წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, ან ანიჭებს სააგენტოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას სააგენტოს ასეთ წარმომადგენლობაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ და ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს; ზ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის ლიცენზიებს; თ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს, განსაზღვრავს დანამატის ოდენობას. კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს; ლ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს; მ) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა   1. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი; 2. გეოლოგიის დეპარატამენტი; 3. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი; 4. ლიცენზირების დეპარტამენტი; 5. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი; 6. ადმინისტრაციული სამსახური; 7. იურიდიული სამსახური; 8. ეკონომიკური სამსახური; 9. შიდა კონტროლის სამსახური. მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და სტრუქტურული ერთეულები 1. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დონის ბუნებრივი და ანთროპოგენური დატვირთვით გამოწვეული დაბინძურების ხარისხის დადგენა, ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების სტაციონარული პუნქტებისა და ექსპედიციების მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის, წყლების, ატმოსფერული ნალექების, შავი ზღვის და ნიადაგის ქიმიური, ბიოლოგიურ და მიკრობიოლოგიურ დაბინძურებაზე, აგრეთვე ბუნებრივ რადიაციულ ფონზე რეგულარული დაკვირვების წარმოება და გარემოს ფიზიკური ფაქტორების (ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური და სხვა) დონეების განსაზღვრა; ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის  შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნაში მონაწილეობა და შესაბამის მონაცემთა ხარისხის კონტროლი; გ) გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა; დ) სამრეწველო ობიექტების სანებართვო დოკუმენტაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაციების (გარემოსდაცვითი მონიტორინგის და შემარბილებელი ღონისძიებების გეგმები) განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისი შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ექსპერტიზის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა; ვ) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სამრეწველო ობიექტების გარემოსდაცვითი კუთხით შემოწმების პროცედურებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მოსახლეობიდან შემოსული საჩივრების საფუძველზე ადგილზე შესაბამისი გაზომვითი სამუშაოების ჩატარება; თ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების ფაქტების დასადგენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; ი) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ლ) უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად ანთროპოგენული საფრთხეების შეფასების და კლასიფიცირების სისტემის შემუშავება და დანერგვა თანამედროვე მეთოდოლოგიების და მიდგომების გათვალისწინებით; მ) ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო რეესტრის წარმოება და საფრთხეების რუკების შედგენის ხელშეწყობა;  ნ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; ო) გარემოს დაბინძურების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციების შემცველი წელიწდეულების, ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება; პ) დაინტერესებულ პირებთან (დამკვეთებთან) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გარემოს დაბინძურების წყაროების და ემისიების გამოკვლევა და მონიტორინგის წარმოება, გამწმენდი ნაგებობების და მტვერაირდამჭერი მოწყობილობების ეფექტურობის დადგენა; მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის და ჩაშვების ნორმათა პროექტების შემუშავება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება; რ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია (სამმართველო) ; ბ) გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედების შეფასებისა და საექსპედიციო მომსახურების     სამმართველო; გ) ანთროპოგენული საფრთხეების მართვის განყოფილება; 3. გეოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დასახლებულ პუნქტებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე სტიქიური გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და სხვა) ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა, საშიშროების რისკის განსაზღვრა, საგანგებო სიტუაციაში მოქცეული მოსახლეობისათვის რეკომენდაციების გაცემა და სათანადო დასკვნების მომზადება გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად; ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტიქიურ გეოლოგიურ პროცესებზე და გეოლოგიური გარემოს ანთროპოგენურ ცვლილებებზე კომპლექსური გეომონიტორინგული კვლევების პერმანენტული წარმოება; გ) ყოველწლიური საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის მომზადება მოსალოდნელი საშიშროების რისკისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით, ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით; დ) ყველა მასშტაბის (მათ შორის, სპეციალური) საინჟინრო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოდინამიკური, გეოეკოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების წარმოება, ტერიტორიის მდგრადი ათვისების, სამეურნეო და საინჟინრო ობიექტების საიმედოდ განლაგებისა და გეოლოგიური გარემოს ოპტიმალური მართვის მიზნით; ე) საქართველოს მოსახლეობის დაცვისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების საიმედო ფუნქციონირებისათვის სტიქიური გეოლოგიური პროცესების მდგომარეობის და საშიშროების რისკის ზონირების (დარაიონების) რუკების დამუშავება ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით; ვ) გეოლოგიური სტიქიის მდგომარეობის, საშიშროების რისკისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების საინფორმაციო ბაზის შექმნა; ზ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების გეოლოგიურ ნაწილზე საექსპერტო დასკვნების მომზადება; თ) გეოეკოლოგიურ გართულებებზე ოპერატიული რეაგირება - დასკვნებისა და დამცავი ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციების მომზადება; ი) ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტებისა და ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზა; კ) გარემოზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება და საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება; ლ) მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი; მ) გეოლოგიური აგეგმვითი და ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება; ნ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეულ ობიექტებზე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური შეფასებითი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტების მომზადება; ო) წიაღის სახელმწიფო ფონდის მართვის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის წარმოება; პ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, მათი კადასტრისა და სახელმწიფო ბალანსის წარმოება (მათ შორის ელექტრონული ვერსიის ფორმით). სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე ლიცენზიის მქონე პირების, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვა; ჟ) მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 4. გეოლოგიის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველო; ა.ა) სტიქიური პროცესების და საინჟინრო-გეოლოგიის ჯგუფი; ა.ბ) გეოეკოლოგიურ გართულებებზე რეაგირების ჯგუფი; ბ) გეოლოგიური აგეგმვის სამმართველო; გ) დასავლეთ რეგიონალური სამმართველო; დ) მინერალური რესურსების სამმართველო; ე) გეოლოგიური ფონდების სამმართველო; 5. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე, ზედაპირული წყლებისა და ზღვის სანაპირო ზოლის ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების სტაციონალური ქსელის (ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების  ქსელის) ორგანიზება, მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად);    ბ) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური ქსელიდან მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის რეგულარულად მიღება და ანალიზი; გ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების საინსტალაციო სამუშაოების წარმოება, გამზომი საშუალებების მეტროლოგიური უზრუნველყოფის ორგანიზება; დ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ოპერატიულად (დღე-ღამურ რეჟიმში) გავრცელების უზრუნველყოფა; ე) სატელიტური მეტეოროლოგიური ინფორმაციის რეგულარულად მიღების ორგანიზება; ვ) ამინდის და ჰიდროლოგიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საერთო და სპეციალიზებული დანიშნულების  პროგნოზების შედგენა და გავრცელება; ზ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მათი გავრცელების არეალების დადგენა, ამ მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დადგენაში მონაწილეობის მიღება; თ) საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიის საშუალებებისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება; ი) ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშოების წარმოება: ზედაპირულ წყლებზე (მდინარე, ტბა, წყალსაცავი) ჰიდრომეტრული და ტოპო-გეოდეზიური აგეგმვითი სამუშაოების წარმოება,  მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში დაგროვილი თოვლის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრა, მყინვარებზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, საზღვაო  დაკვირვებების წარმოება; კ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების მონაცემთა დამუშავება და მონაცემთა ხარისხის კონტროლის განხორციელება; ლ) მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა, მონაცემთა ბაზების ფორმირება; მ) კლიმატური ცნობარების, ჰიდროლოგიური კადასტრების,  ჰიდრომეტეოროლოგიური ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება; ნ) კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა. გრძელვადიანი კლიმატური პროგნოზების შედგენა და გავრცელება; ო) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიის დარაიონება; პ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური საშიშროების რისკების შეფასება; ჟ) ეკონომიკის სხვადასხვა დარგების (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ავიაცია,  საზღვაო ფლოტი, საავტომობილო და სარკინიგზო გზები, მშენებლობა, ტურიზმი  და სხვა), სხვა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების  მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაცის და ინფორმაციული პროდუქციის მომზადება და მომხმარებლებისთვის მიწოდება; რ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, გვალვა, ნისლი) აქტიური ზემოქმედების სამუშაოების წარმოება ან ამ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; ს) ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა თავის კომპეტენციის ფარგლებში; ტ) ზღვის სანაპირო ზოლის განვითარებაში ანთროპოგენური ფაქტორების გავლენის შეფასება; უ) ზღვის სანაპირო შელფის კვლევითი სამუშაოების წარმოება. შავი ზღვის აუზის ჰიდრო და ლითოდინამიკური პროცესების კვლევა. ზღვიური ლანდშაფტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით ამ პროცესების პროგნოზირება; ფ) საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების და მდინარეთა ნაპირდამცავი ობიექტების  დაგეგმარება-დაპროექტება; ქ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშებზე საექსპერტო დასკვნების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 6. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა)  ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველო; ა.ა) ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილება; ა.ბ) ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილება; ა.გ) ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილება; ა.დ) ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების მოდელების ადაპტირების და დანერგვის განყოფილება; ბ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შერბილების სამმართველო; ბ.ა) სანაპირო ზონების მონიტორინგისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის განყოფილება; ბ.ბ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების განყოფილება . გ) მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველო; გ.ა) მეტეოროლოგიის განყოფილება; გ.ბ) ზოგადი და გამოყენებითი კლიმატოლოგიის განყოფილება; გ.გ) აგრომეტეოროლოგიისა და აგრომოდელირების განყოფილება; დ) ტელეკომუნიკაციის სამმართველო; ე) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების სამმართველო; ვ) გამზომ საშუალებათა ტექნიკური უზრუნველყოფის და მეტეოროლოგიის სამმართველო; ზ) საველე-ექსპედიციური სამმართველო; თ) სახმელეთო ჰიდროლოგიის სამმართველო. 7. ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ბ) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სამინისტროს/სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, სამინისტროს სისტემაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის; გ) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოს უფროსისთვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა; დ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით სააგენტოს უფროსისათვის რეკომენდაციების წარდგენა; ე) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად შენახვა; ვ) ლიცენზიების მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას, მათ აღმოსაფხვრელად ანდა გამოსასწორებლად წინადადებების შემუშავება გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის; ზ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; თ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება; ი) სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) მოპოვების კვოტების დამტკიცების მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება; კ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ლ)  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი, სასარგებლო წიაღისეულის  ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცების მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; მ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ნ) ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების ორგანიზება; ო) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; პ) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა; ჟ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; რ) კონკრეტული ბუნებრივი რესურსით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ს) აუქციონის შედეგების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში) ოქმის შედგენა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა; უ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება; ფ) ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემების გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ქ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 8. ლიცენზირების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სერვისების მიწოდებისა და აუქციონის ორგანიზების განყოფილება; ბ) ლიცენზიების აღრიცხვის, დამუშავებისა და წარმოების განყოფილება. 9. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური და ზღვის ზუძუმწოვრების  კვლევა და მონიტორინგი; ბ) საქართველოს შიგა წყალსატევების  (ლაგუნები, ესტუარები, ტბები, წყალსაცავები, მდინარეები და სხვა) იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური და მიკრობიოლოგიური  კვლევა და მონიტორინგი; გ) საქართველოს ჭარბტენიანი და წყალჭაობიანი ლოკალიტეტების იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური და მიკრობიოლოგიური  კვლევა და მონიტორინგი; დ) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების მეთევზეობის კვლევა და მონიტორინგი; ე) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზების მარაგების შეფასება და კვოტების განსაზღვრა; ვ) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზჭერის სტატისტიკური ანალიზი; ზ) საქართველოს თევზმჭერი ფლოტის სტატისტიკური ანალიზი; თ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ი) თევზჭერის ლიცენზირებისათვის საჭირო ექსპედიციების ორგანიზება; კ) მეთევზეობის, თევზჭერის, წყლის ბიორესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხების დამუშავება, შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებების, მეთოდური და სხვა სახის მასალების მომზადება; ლ) აქვაკულტურის, მარიკულტურის და მდგრადი მეთევზეობის დანერგვის ხელშეწყობა; მ) ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის წინადადებების შემუშავება; ნ) თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების კონსერვაციული სტატუსის შეფასება, საქართველოს წითელი ნუსხის განახლებაში მონაწილეობის მიღება; ო) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული ფონდების შევსება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და განახლება; პ) კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების  განხილვა; ჟ) დადგენილი წესით თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი თევზჭერის კვოტების დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება; რ) დადგენილი წესით სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის განხორციელების მიზნით წარმოდგენილი განაცხადების, ასევე სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის ანგარიშების განხილვა; ს) კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა წერილების, მომართვების განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; უ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო შეხვედრებში, სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა; ქ) კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა; ღ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 10. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი. სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია; გ) ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება; დ) საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების, შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების ვადების კონტროლი და შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა-შენახვის უზრუნველყოფა; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსის ორგანიზება; თ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ი) სააგენტოს საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; კ) ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის შექმნა; ლ) სააგენტოს ვებგვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება; მ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია; ნ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ანალიზი და მის საფუძველზე  ცალკეული მიმართულებებისათვის საქმიანობის მეთოდოლოგიის  შედგენა; ო) მარკეტინგული საქმიანობის წარმოება სააგენტოს მხრიდან დაინტერესებული პირებისთვის შესათავაზებელი სერვისების განვითარებისათვის; პ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა; ჟ) საგრანტო და საპროექტო წინადადებების განხორციელების მიზნით დონორების მოძიება, მოლაპარაკებების ორგანიზება, ამ მიზნით მიმოწერის წარმართვა და კოორდინაცია; რ) საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ს) საერთაშორისო საპროექტო/საგრანტო წინადადებების მომზადებისა და შესაბამისი უწყებების წარდგენის უზრუნველყოფა;  ტ) უცხო ქვეყნების დელეგაციების და საერთაშორისო ექსპერტების მიღების ორგანიზება; უ) საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია; ფ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ქ) საზოგადოებრივი  ურთიერთობების უზრუნველყოფა; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 11. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სისტემური მართვისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველო; ბ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი . გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო. 12. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:  ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა  და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; გ) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეთანხმება – ვიზირება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ე) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი სამოქალაქო სარჩელის მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა, საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ან/და ვიზირება; სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი ხასიათის აქტების რევიზია და ვიზირება; ი) არსებულ საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ან თანამდებობის პირისათვის; კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის წარდგენის უზრულველყოფა; ლ) საჩივრების, ასევე იმ განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, რომლის განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას; მ) დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; სტრუქტურული ერთეულებისათვის მათი მიმართვის საფუძველზე სამართლებრივი ხასიათის  რეკომენდაციების მიცემა; ნ) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 13. ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს ეკონომიკური ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის  კოორდინაცია და მართვა; ბ) სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირებისა და დამტკიცებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება; გ) სააგენტოს შემოსავლებისა და ხარჯების ადმინისტრირება; დ) წლიური ბიუჯეტის და მასში ცვლილებების პროექტის მომზადების მიზნით საჭირო გათვლების  და პროგნოზების წარმოება; ე) სააგენტოს საფინანსო და ბუღალტრული საქმიანობის უზრუნველყოფა; ვ) სააგენტოს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და საინვენტარიზაციო დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა; ზ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცესის წარმართვა და ყველა საჭირო დოკუმენტის გაფორმების უზრუნველყოფა; თ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და  ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ი) სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა; კ) სააგენტოს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ორგანიზება; ლ) სააგენტოს სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების ინსტალაციისა და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; ნ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა; ო) სააგენტოს ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი; პ) სააგენტოს  შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ჟ) სააგენტოს  არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა; რ) სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 14. ეკონომიკური სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; გ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამმართველო. 15. შიდა კონტროლის სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს თანამშრომლების (გარდა სააგენტოს უფროსისა) მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ბ) სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; გ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა, მათ შორის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა: დ) სააგენტოს  თანამშრომელთა მიერ (გარდა  სააგენტოს უფროსისა) ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა; ე) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება; ვ) ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის ბოლომდე და ყოველი წლის დასაწყისში  გაწეული  საქმიანობის შესახებ ანგარიშის (სამინისტროს შიდა აუდიტთანშეთანხმებული ფორმით) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა; ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება; თ) სააგენტოს უფროსისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა; ი) სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ სააგენტოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი; კ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 6🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის  უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საერთო საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ანგარიშვალდებულია მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე; გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს. აკონტროლებს მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) უზრუნველყოფს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით. 3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე ან სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირი. მუხლი 7🔗. სააგენტოს თანამშრომელი 1. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაემორჩილოს სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო რეჟიმს და პირობებს. 2. სააგენტოს თანამშრომელს აქვს სამსახურებრივი მოწმობა და ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, რომელთა ნიმუშებსაც და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. 3. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს. იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, სააგენტოს ლოგო) განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი. მუხლი 8🔗. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. სააგენტოს ქონება კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება  1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 11🔗. სააგენტოს დაფინანსება 1. სააგენტოს შემოსავლის წყარო განისაზღვრება საქართველოს  კანონმდებლობით. 2. სააგენტოს სახსრები და შემოსავლები ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. სააგენტო ვალდებულია  შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს  სათანადო ინფორმაცია. მუხლი 13🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14🔗. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.