,,ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო–სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
120.000.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 01/03/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №73

2004 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და განკარგულების კრებული“ 1997 წელი მე-19 მაცნე, 62 გვერდი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების (დანართი №1) III თავის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„8. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი და კომისიის წევრები – შესაბამისი სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები, სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

9. კომისიის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც განსაზღვრავს კომისიის სამუშაო გეგმებს, ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს და მიღებულ რეკომენდაციებს.

10. კომისიის სამუშაო ორგანოა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება და ამ განყოფილების უფროსი არის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი“.

ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა (დანართი №2) განისაზღვროს ახალი რედაქციით:

„ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი პაპუაშვილი – საქ ა რთველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

არჩილ ლეჟავა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

გიორგი იუკურიძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

ირაკლი რეხვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

თამაზ ჩუტკერაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის მოადგილე

მიხეილ ჯანიკაშვილი – კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი

თედო ჯაფარიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი“.

მ. სააკაშვილი