„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.158.016324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №52

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის  საფუძველზე,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №38 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/10//2014, 010260020.35.158.016183) დამტკიცებულ  დანართ №1-ში  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი №1-ის  მე-2  მუხლის  მე-2 პუნქტს  დაემატოს  „გ“ ქვეპუნქტი   და  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით :

„გ)  მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმარების  განყოფილება.“

2. დადგენილებით   დამტკიცებულ დანართი  №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი  წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

კ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

ლ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;

ნ) ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  განვითარებისათვის სამოქმედო გეგმების შედგენას და მათ  განხორციელებაზე კოორდინაციის უზრუნველყოფას,  მუნიციპალიტეტში  არსებული  პრობლემების იდენტიფიცირებას, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მიზნობრივი პროგრამების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, გამგებლისთვის წარდგენას,   მათი  განხორციელების  ხელშეწყობას;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

3. დადგენილებით  დამტკიცებულ  დანართი №1-ს დაემატოს „51“ პუნქტი  და  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით :

„ 51.  მუნიციპალიტეტის  პოლიტიკის  ანალიზისა და  დაგეგმარების განყოფილება 

მუნიციპალიტეტის პოლიტიკის  ანალიზისა და დაგეგმარების განყოფილება დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე არსებული პრობლემებისა და მათი  გამომწვევი  მიზეზების  იდენტიფიცირებას;

 ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული მუნიციპალური სერვისების კვლევასა და მის ანალიზს;


 გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან  თანამშრომლობა;

დ) მუნიციპალური სერვისების ანალიზისა და დაგეგმვის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორთან, ბიზნესსექტორთან, ინტერესჯგუფებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან;

ე) მუნიციპალური პროექტების დაფინანსების თაობაზე ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან  ურთიერთობების  წარმართვას;


ვ) მუნიციპალური უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას;

ზ)ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას;

თ) მუნიციპალური განვითარებისათვის სამოქალაქო ხედვების წახალისებას.“.

მუხლი 2
დადგენილება    ამოქმედდეს   2017 წლის 1 იანვრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი