„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№584
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.019651
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №584

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში  (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1479) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ევროპის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა და კავშირურთიერთობის განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ და „რ2“ ქვეპუნქტები:

„რ1) ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების შესწავლის საფუძველზე საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

რ2) აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების შესწავლის საფუძველზე საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №584. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.019651.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №584, 23.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019651 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3504987/