⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.10.2017)
გაუქმებულია:

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბაძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 26.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 09.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016413
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2016
matsne.gov.ge 684 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
09.10.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბაძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №47 2016 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17  ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 010240030.22.023.016142) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის   საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების: ა) მე-4 მუხლის: ა.ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;“ ; ა.ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხებს, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია  და ამ მიზნით სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის  ნ​1 ქვეპუნქტი: ,,ნ​1) საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დასკვნების მომზადება; გ) მე-8 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო.“; დ) მე-10 მუხლის: დ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“; დ.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე;“; დ.გ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) სამინისტროს სისტემის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობას და შესამუშავებელი კანონპროექტების ნუსხის შედგენას, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას;“; ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის თ​1 ქვეპუნქტი: ,,თ​1) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ან/და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას;“; ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის თ​2 ქვეპუნქტი: ,,თ​2) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;“; ზ) 10​1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10🔗​1 საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო: ა) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობას და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას; ბ) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციას და მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; გ) შეიმუშავებს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით; დ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას; ე) ამზადებს დასკვნას და შესაბამისობის ცხრილს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავებული სამართლებრივი აქტების  ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას; ზ) შეიმუშავებს  სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესამუშავებელი სამართლებრივი აქტების ყოველწლიურ გეგმას და უზრუნველყოფს ყოველწლიური გეგმის დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას; თ) ახორციელებს მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ი) მონაწილეობს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლებრივი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში; კ) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობას; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი