„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბაძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №47 |
|
2016 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.
,,ე) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;“;
,,ზ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხებს, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია და ამ მიზნით სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა;“;
,,ნ1) საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დასკვნების მომზადება;
,,გ) საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო.“;
,,ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“;
,,დ) გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე;“;
,,ზ) სამინისტროს სისტემის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობას და შესამუშავებელი კანონპროექტების ნუსხის შედგენას, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას;“;
,,თ1) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ან/და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას;“;
,,თ2) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;“;
,,მუხლი 101
საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო:
ა) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობას და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას;
ბ) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციას და მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით;
დ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;
ე) ამზადებს დასკვნას და შესაბამისობის ცხრილს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავებული სამართლებრივი აქტების ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას;
ზ) შეიმუშავებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესამუშავებელი სამართლებრივი აქტების ყოველწლიურ გეგმას და უზრუნველყოფს ყოველწლიური გეგმის დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას;
თ) ახორციელებს მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ი) მონაწილეობს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლებრივი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში;
კ) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობას;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
|