აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,181 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2016 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის და  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის  საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი №1 დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017  წლის 1 იანვრიდან.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი დანართი №1 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი   ეს წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ან/და მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, ან პირის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან. გ)   ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ზ) განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 2🔗. ოპერაციების თანადაფინანსება 1.  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები და მასთან დაკავშირებული ხარჯები და ასევე ოპერაციასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, ხოლო ცალკე მედიკამენტოზური მკურნალობის ნაწილში - 250 ლარს. 3. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;   გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ)  ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე  (ოპერაციის შემთხვევაში); ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში - სააფთიაქო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი 3🔗. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევის დაფინანსება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, სხეულის ერთი ან რამდენიმე ორგანოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარის ოდენობას; 2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;   გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარის - დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე; ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ; მუხლი 4🔗. კორონაროგრაფიული კვლევის დაფინანსება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების, წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, კორონაროგრაფიული კვლევის მომსახურება, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს.   2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;   გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარის - დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე; ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი 5🔗. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის სპეციალური სავარძლით (ეტლი) დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის შეძენილ იქნება სპეციალური სავარძელი (ეტლი), რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ცნობა სპეციალური სავარძლის საჭიროების შესახებ; 3. სპეციალური სავარძლის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 6🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლოგინად ჩავარდნილი პირებისთვის სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი) დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ლოგინიდან ადგომა შეძენილი იქნება სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი), რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომა. 3. ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 7🔗. ონკოლოგიურად დაავადებულ პირთა დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების ოპერაციის, მკურნალობის, დიაგნოსტიკის და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა თუ მედიკამენტების ხარჯები. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. 3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე  (გარდა მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევისა); ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში - სააფთიაქო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი 8🔗. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ბავშვების (0-18 წლამდე) სამედიცინო და სოციალური დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ  ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებული შემდეგი კატეგორიის ბავშვები : ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გაეწევათ  ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ბ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ბავშვების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება: ბ.ა) ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის, სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების ანაზღაურება  ერთჯერადად არაუმეტეს  1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მიმღები პირები ოპერაციისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შემთხვევაში დამატებით ვერ ისარგებლებენ ამ წესის მე-2 (ოპერაციების თანადაფინანსება) მუხლით.); ბ.ბ) დაავადებული ბავშვების  ერთჯერადი სოციალური დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან; ვ) ბენეფიციარის/განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე; მუხლი 9🔗. განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა 1.  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ანაზღაურდება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ბავშვების (0-18 წლამდე), სამედიცინო მომსახურების (მათ შორის სარეაბილიტაციო პროცედურები, აუცილებელი მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია, ან/და როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება. 2. დახმარების მისაღებად პაციენტის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე; ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი 10🔗. მარტოხელა პენსიონერების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში  და არიან მარტოხელა პენსიონერები. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენიფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველის ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ)  ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. ხანდაზმულთა  (80 და მეტი წლის) სოციალური დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული  80-დან 100 წლამდე ასაკის პირები. 2. ერთჯერად (500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 12🔗. მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები. 2.  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)   ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ; ე) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ვ) განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 13🔗. მარტოხელა მშობლის დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა დედები/მამები. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი ან/და შესაბამისი დოკუმენტი სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 14🔗. ახალშობილთა (მე-3, მე-4, მე-5 და ა.შ.) დაბადებისთვის ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ მე-3 და ყოველი შემდგომი ახალშობილი. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 15🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) ფულად დახმარებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში  და ჰყავთ 18-წლამდე ასაკის სამი შვილი, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით მეტს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; ე) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ)  ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 16🔗. 2000-2017  წლებში  დაბადებული დევნილი ბავშვების, ომში დაღუპილი პირის ოჯახის, ხანდაზმული პირის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შშმპ), მარტოხელა პენსიონერის დახმარება 1. ერთჯერად დახმარებას (სასაქონლო პაკეტი) მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები: ა) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 2000-2017 წლებში დაბადებული ბავშვები.  ა.ა) 1 - 2 ბავშვის შემთხვევაში – 1 სასაქონლე პაკეტი; ა.ბ) 3 - 4  ბავშვის შემთხვევაში – 2 სასაქონლე პაკეტი; ა.გ) 5 და მეტი ბავშვის შემთხვევაში – 3  სასაქონლე პაკეტი; ბ) ომში დაღუპული პირის ოჯახი - 1 სასაქონლე პაკეტი; გ) ხანდაზმული პირი - 1 სასაქონლე პაკეტი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ) - 1 სასაქონლე პაკეტი; ე)  მარტოხელა პენსიონერი -1 სასაქონლე პაკეტი. 2. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლე პაკეტის მიმღები პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიიდან ორ ან ორზე მეტ კატეგორიას, ბენეფიციარს ეძლევა მხოლოდ 1 სასაქონლე პაკეტი,  ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში შემავალი ოჯახის წევრები აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ სხვა კატეგორიებს მათ გადაეცემათ დამატებით 1 სასაქონლე პაკეტი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება შესაბამის კატეგორიებით გათვალისწინებულ ოჯახებს/პირებს გაეწევათ საახალწლოდ, სოციალური  დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 4. თითოეული პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 70 ლარისა. 5. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების  აქტის გაფორმებით. მუხლი 17🔗. დევნილი პირველკლასელი ბავშვებისთვის სასკოლო ჩანთის გადაცემა 1. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები. 2. დახმარება გაეწევათ თითოეულს, არაუმეტეს 40 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ. 4. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 18🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. ერთჯერად (1500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი (0-დან 18 წლამდე) იძულებით გადაადგილებულ ბავშვები. 2.  დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლ(ებ)ი; ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 19🔗. ომში დაინვალიდებულ პირთა ერთჯერადი დახმარება 1.  ერთჯერად (500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ 1992 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში საომარი მოქმედებისა და სამხედრო დავალების შესრულების დროს მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაინვალიდებული (კიდურების: ხელის, ფეხის ამპუტაცია/დაკარგვა) პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.  2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე) საბრძოლო მოკვლევა (სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საომარი მოქმედების ან სამხედრო დავალების შესრულების დროს სხეულის შესაბამისი ნაწილის დაკარგვა/ამპუტაცია); ვ)  ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 20🔗. ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერადი (500 ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) ომში დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომში დაღუპული პირის შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობის ასლი ან/და სხვა დოკუმენტი; დ) ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის შემთხვევაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნევის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი; ე) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა; ვ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 21🔗. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის გაზის გამათბობლით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი. 2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) გაზის გამათბობლის შეძენა თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) გაზის ქვითარი ან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მინიჭებული სააბონენტო ნომერი. 4. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 22🔗. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ხარჯები. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 400 ლარს. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ანგარიშ-ფაქტურა ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციიდან; ე) ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებული დევნილთა სამინისტროსთან ან ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ. მუხლი 23🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად განხორციელდება, ამავე  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა და გადაცემა. 2. შესაძენი სამშენებლო მასალის ღირებულების ოდენობა (არაუმეტეს 1500 ლარის ღირებულების) განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმის და სათანადო აქტის საფუძველზე. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. 4. გამონაკლის შემთხვევაში, სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა დევნილი პირის მიერ კერძო სახლის საკუთრებაში არსებობის უტყუარი და ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერად მოპოვების საფუძვლები, რაც დასტურდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით, მოწმეთა ჩვენებებით, სხვა მტკიცებულებებით (კომუნალური მომსახურების ხარჯების გადახდის შესახებ ქვითარი, ხელშკრულება/გარიგება უძრავი ქონების შეძენის შესახებ) და რომლითაც უპირობოდ დგინდება საცხოვრებელი კერძო სახლის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთიანობა და როდესაც არ არსებობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები. 5. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 24🔗. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება 1. სწავლის თანადაფინანსების სახით, ერთჯერადი (წელიწადში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს/მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე ან მასში შემავალ ქვეპროგრამაზე და ასევე, სხვა სტატუსის მქონე ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების, ქვემოთ მითითებულ აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე/ქვეპროგრამაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ა) აგრარული მეცნიერებანი: ა.ა) ვეტერინარია ა.ბ) აგრონომია ა.გ) სასურსათო ტექნოლოგია ა.დ) მეცხოველეობა ა.ე) სატყეო საქმე ბ) ინჟინერია: ბ.ა) აგროინჟინერია ბ.ბ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია ბ.გ) გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება ბ.დ) მშენებლობა ბ.ე) ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია ბ.ვ) მასალათმცოდნეობა ბ.ზ) სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია ბ.თ) ტრანსპორტი ბ.ი) მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია გ) განათლება: გ.ა) განათლების მეცნიერებები გ.ბ) მასწავლებლის განათლება დ) ხელოვნება: დ.ა) სახვითი ხელოვნება დ.ბ) დიზაინი დ.გ) ქორეოგრაფიული ხელოვნება დ.დ) სამუსიკო ხელოვნება ე) ჯანდაცვა: ე.ა) სტომატოლოგია ე.ბ) ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია ე.გ) საექთნო საქმე (ექთანი) ე.დ) ფარმაცია ე.ე) მედიცინა ვ) სხვა: ვ.ა) სამართალი/იურიდიული ვ.ბ) ბიზნესის ადმინისტრირება   ვ.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიები 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ვრცელდება იმ სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებიც ჩაირიცხნენ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში  2013-2015 წლებში; 3. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა/მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ცნობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ; ე) ანგარიშფაქტურა ან ცნობა სწავლის საფასურის შესახებ; ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე; მუხლი 25🔗. მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების  (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირთა ერთჯერადი დახმარება 1. ავტორიზებული სასწავლებლებისა  და აკრედიტებული დაწესებულებების მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით,  წელიწადში არაუმეტეს 1125 (ათასასოცდახუთი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ცნობა შესაბამისი ავტორიზებული დაწესებულებიდან პირის მაგისტრატურაში, რეზიდენტურაში ან რეზიდენტურის ალტერნატული დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამაში  ჩარიცხვის/სწავლის შესახებ; ე) ანგარიშფაქტურა ან ცნობა სწავლის საფასურის შესახებ; ვ) შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სასწავლების/დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 26🔗. წარმატებული სპორტსმენების მატერიალური დახმარება 1. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს: ა) სპორტსმენებს, რომლებიც 2017 წელს გახდნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ  მატერიალური დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) სპორტსმენებს, რომლებიც 2017 წელს გახდნენ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) სპორტსმენებს, რომლებიც 2017 წელს გახდნენ საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით,  პრიზიორებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო   მათ უშუალო მწვრთნელებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე (აღნიშნული არ ეხება მწვრთნელს); დ) შესაბამის ჩემპიონატში მიღწეული შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 27🔗. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეების დახმარება 1.  ერთჯერად  (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად და რომელთა სარეიტინგო ქულა 30001-ზე ნაკლებია. ამავე საფუძვლებით და პირობებით, ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელთა სარეიტინგო ქულა 30001 და  მეტია, მაგრამ 57001-ზე ნაკლებია და ასევე 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი მოქალქეები, (ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენელი) რომელთა სარეიტინგო ქულა 57001 და მეტია, მაგრამ 65001-ზე ნაკლებია. 2.  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) უფლებამოსილი პირის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში მითითებული ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 28🔗. რელიგიის მსახურთა დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება (500 ლარის ოდენობით) გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სასულიერო პირებს, მათ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით. 2.  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) რელიგიის მსახურის დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა საპატრიარქოდან/ეპარქიიდან; ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 29🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება. 2.  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, ან სხვა პირი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი, ახლო ნათესავის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი,  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა, ან  მოწმეთა მიერ დამოწმებული აქტი, ამ პირის მიერ დაკრძალვის ხარჯების გაწევის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 30🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნა, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების (თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები) მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვნობის დადგენა და ა.შ. 4. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილ სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნით. 5. განსაკუთრებულ შემთხვევებში (როცა დაყოვნებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბენეფიციარის კანონიერი ინტერესების შელახვა) სამსახურის უფროსი უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, მიმართოს მოხსენებითი ბარათით მუნიციპალიტეტის გამგებელს/გამგებლის პირველ მოადგილეს ბენეფიციარზე საგარანტიო წერილის ან შეთანხმების ოქმის გაცემის თაობაზე (სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომის დროს ზემოხსენებულ საკითხი განიხილება ჩვეულებრივ დადგენილი წესისამებრ). მუხლი 31🔗. სამუშაო ჯგუფის კომპეტენციები და სტრუქტურა 1. სამუშაო ჯგუფის ფუნქციებს წარმოადგენს ამ წესის მუხლებით გათვალისწინებულ დახმარებათა გაცემასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, განხილვა და შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნის მომზადება გამგებლისათვის წარსადგენად. 2. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 3.  სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 4. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს. 5. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. 6.  სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 7. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე. მუხლი 32🔗. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 33🔗. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სხდომის ოქმთან ერთად გადაეცემა სამსახურის უფროსს. მუხლი 34🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სამუშაო ჯგუფი საკითხის ყოველმხრივი შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გასცემს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას, რომელიც სხდომის ოქმთან ერთობლიობაში გამგებლისთვის წარსადგენად გადაეცემა სამსახურის უფროსს; 2. სამსახურის უფროსი მისთვის გადაცემული სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს მოხსენებით ბარათს, რომელსაც სხდომის ოქმთან და დასკვნასთან ერთობლიობაში წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 3. საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, წარმოდგენილი სხდომის ოქმის, დასკვნისა და მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. თავი III დასკვნითი დებულებები მუხლი 35🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს ამ წესის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით.