მარტვილის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2016
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 817 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.05.2022 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.09.2016 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 24.12.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.01.2017 ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2016 წლის 23 დეკემბერი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია დანართი მარტვილის მუნიციპალიტეტში შშმპ საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება მარტვილის მუნიციპალიტეტში შშმპ საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მარტვილის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. მუხლი 1🔗 საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗 1. საბჭო შედგება 12 წევრისგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, კურატორი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში. 3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლება-მოვალეობებს. 5. საბჭოს შემადგენლობაში გარდა თავმჯდომარისა და მოადგილისა შედიან: ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; გ) ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი; დ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი. ე) ა(ა)იპ  მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი; ვ) მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ზ) კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის სპეციალისტი შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში, (მოწვევით); თ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე; ი) ფსიქოლოგი; კ) ა(ა)იპ-მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელი. 7. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომლიც არის მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 8. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი. 9. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე. მუხლი 3🔗 საბჭოს ამოცანებია: ა) მარტვილის მუნიციპალიტეტში, შშმპ  საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, შშმ პირთა უფლებების დაცვა. ბ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს წინადადებები. გ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. დ) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად; ე) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას. მუხლი 4🔗 საბჭოს ფუნქციებია: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის სსიპ-ების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით. გ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა. დ) შშმ პირებთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი. ე) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია. ვ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. მუხლი 5🔗 საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება სხდომებს; ბ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; გ) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. მუხლი 6🔗 საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით მონაწილეობს შშმპ საკითხებზე მუნიციპალური პროგრამების, აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში; ბ) ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა დაპროექტების კორესპონდენციას; გ) თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; დ) ამ დებულებიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 7🔗 საბჭოს მდივანი: ა) აწარმოებს საბჭოს სხდომის საოქმო დოკუმენტაციას; ბ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 8🔗 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; გ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციებისგან; 2.საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; 3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ: ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა  კანონიერ ძალაში  შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) გარდაიცვალა. მუხლი 9🔗 1. საბჭოს სხდომები იმართება წელიწადში ორჯერ , ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი; 3. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები: ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 4. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს მდივანი. 5. საბჭოს გადაწყვეტილება  მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს გადაწყვეტილება უნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. მუხლი 10🔗 1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. მუნიციპალიტეტის გამგებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.