„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №171/ნ |
|
2016 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016261) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის მე-3 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი) განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, წარუდგენს რეკომენდაციას გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მიერ რეკომენდაციის წარდგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 41. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული პირების განცხადების ამ წესთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგენს რეკომენდაციას მას შემდეგ, რაც ცენტრი სამინისტროს წარუდგენს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პირის სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების დოკუმენტს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|