,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ`` საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის განსახორციებელ ღონისძიებათა თაობაზე``
მიღების თარიღი 06.03.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 23/03/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ`` საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის განსახორციებელ ღონისძიებათა თაობაზე``
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №81
2004 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმის, საქართველოს მთავრობისათვის კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაკისრებული უფლებამოსილებისა და სამინისტროების საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად:
1. განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, კულტურის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, განათლების, სათბობ-ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაცია.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულებების) სალიკვიდაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, კულტურის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, განათლების, სათბობ-ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის სალიკვიდაციო კომისია ამ ბრძანებულების დანართით გათვალისწინებული შემადგენლობით.
3. განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაცია. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ სალიკვიდაციო ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 თებერვლის №71 ბრძანებულებით შექმნილია საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია.
4. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტებით შექმნილმა კომისიებმა (შემდგომში – კომისიები) უზრუნველყონ ამ ბრძანებულების ძალაში შესვლამდე დაწესებულებების ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობებისა და დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კომისიების დასკვნები დაწესებულებების ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ წარედგინოს საქართველოს მთავრობას.
6. კომისიები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 12 მაისისა.
7. კომისიები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ სხდომების მეშვეობით. კომისიების სხდომები იმართება ორ კვირაში ერთხელ მაინც. კომისიების თავმჯდომარეები საჭიროების შემთხვევაში იწვევენ რიგგარეშე სხდომებს.
8. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.
9. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება შესაბამისი კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
10. კომისიების საბოლოო დასკვნებს ან სხვა სახის წინადადებებს ხელს აწერენ კომისიის წევრები, რომლის განხორციელებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
11. კომისიების მუშაობის ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიამ.
12. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროების საჯარო მოსამსახურეთა მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება განახორციელონ ბრძანებულების მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამონაცვლე სამინისტროების ხელმძღვანელებმა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიმართ – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა მიმართ – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი გაფრთხილების ვადების დაცვით.
13. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ ბრძანებულების მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები თანამდებობიდან თავისუფლდებიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
14. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, აგრეთვე საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროების უფლებამონაცვლედ;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ;
გ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ;
დ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო – საქართველოს კულტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – საქართველოს განათლების სამინისტროს უფლებამონაცვლედ;
ვ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ;
ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.
15. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროების გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები გადაეცეთ მათ შესაბამის უფლებამონაცვლე სამინისტროებს.
16. ამ ბრძანებულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განსახორციელებლად ეთხოვოს საქართველოს მთავრობას 2 კვირაში დაამტკიცოს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის, საქართველოს ენერგე-ტიკის, სოფლის მეურნეობის, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების დებულებები.
17. „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის, საქართველოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების საშტატო რიცხოვნობად განისაზღვროს „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ამ ბრძანებულების მე-14 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სამი-ნისტროსათვის გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობა;
ბ) საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საშტატო რიცხოვნობად განისაზღვროს „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, აგრეთვე საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებისათვის გათვალისწინებული საშტატო ერთეულები.
18. საქართველოს მთავრობამ:
ა) სამ დღეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატების ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე;
ბ) ორ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების წესი.
20. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობამ.
მ. სააკაშვილი
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, კულტურის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, განათლების, სათბობ-ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის სალიკვიდაციო კომისია
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ნათელა თურნავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ბესიკ ლოლაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
მერაბ ქორჩილავა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
გიორგი (გიგი) უგულავა – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ზაალ ლომთაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
პაატა გაფრინდაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
გიორგი ნიჟარაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე
მირზა ქოჩიაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე
დავით აფციაური – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი ტყეშელაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ავთანდილ ანთაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე
პეტრე მამრაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.