საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 10.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016425
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,195 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
10.10.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №59 2016 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის  №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში –  სამინისტრო) ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების, სამინისტროს დებულების, წინამდებარე დებულების, ფინანსური მართვისა და შესყიდვების სახელმძღვანელო და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ფინანსური რესურსების განაწილება და ოპერატიული მართვა. საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა;   გ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებასთან,  მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სამინისტროს მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობების, მიზნებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; დ) საქართველოს ბუნებრივი რესურსების ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა სსიპ - კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ე) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (მუხლი 301🔗) მდგრადი განვითარებისა და  მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, მწვანე სექტორში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკის მაკროეკონომიკურ ანალიზში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა; ზ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირებთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან, საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან საბიუჯეტო დაგეგმვის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საკითხებზე თანამშრომლობა; თ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებთან დაკავშირებული ეკონომიკური დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად; ი) სამინისტროს საბიუჯეტო დაგეგმვის, საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს და სამინისტროს სისტემის კონსოლიდირებული ბალანსის შედგენა; ლ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; მ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ო) მატერიალური რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი; პ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის არსებული ინფორმაციის, დოკუმენტების, მონაცემთა ბაზებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; რ) მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 5🔗 დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის საპროგნოზო მაჩვენებლების წარმოდგენა დამტკიცებული ვადების შესაბამისად; ბ) ბიუჯეტის პროექტის შედგენის, დაფინანსების, ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მიიღოს საჭირო მონაცემები და ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისგან. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა, მოსამსახურეები მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საერთო საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე; გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს. აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს წარუდგენს  დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს; კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) სარგებლობს საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვაზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში დაშვების პირველი დასტურის უფლებით; ნ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არასაბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში მათთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით მომზადებულ ხარჯთაღრიცხვის ცნობას ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით; ო) უფლებამოსილია ხელმოწერასა და ბეჭდის გამოყენებაზე: ო.ა) სამინისტროს ასიგნებების ხარჯვის შესახებ დოკუმენტებზე; ო.ბ) ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის სწორი დანიშნულებით ბიუჯეტში გადატანის (ან უკან დაბრუნების) ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებით წარსადგენ დოკუმენტებზე; ო.გ) სამინისტროს მომსახურე შესაბამის ბანკში წარსადგენ დოკუმენტებზე; ო.დ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებზე; ო.ე) სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარსადგენ დოკუმენტებზე; პ) მონაწილეობს სამინისტროს მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მუშაობაში; ჟ) ახორციელებს დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. 2. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში  დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დაგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) სამმართველოს თანამშრომლებზე ანაწილებს საქმეებს, დავალებებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოხელეთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს სამმართველოზე გაცემული დავალებების შესრულებას; ე) დადგენილი პერიოდულობით ამზადებს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული  და მიმდინარე საქმიანობის შესახებ; ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ პირადად განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის  და  დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 9🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საბიუჯეტო სამმართველო; ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო; გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველო. მუხლი 10🔗 საბიუჯეტო სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში, სამინისტროს მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობების, მიზნებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა დამტკიცებული დანართების შესაბამისად; ბ) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესის უზრუნველყოფის მიზნით მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესის კოორდინაცია. გ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინაციით სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დ) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში; ე) ბიუჯეტით დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობის და ასიგნებების ფარგლებში (აუცილებლობის შემთხვევაში) სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება; ვ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, აუცილებლობის შემთხვევაში,  სამინისტროს აპარატის, სამინისტროს დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ  პროექტის მომზადება და  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  წარდგენა; ზ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან  არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯთაღრიცხვების, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მათ მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების მინისტრთან შესათანხმებლად წარდგენა; თ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან  წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არასაბიუჯეტო შემოსავლების დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში, აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილების შეტანა და შესაბამისი ელექტრონული ცნობის საფუძველზე ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget) ასახვა; ი) საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად დადგენილ ვადებში, სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; კ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებიდან მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების და ქვეპროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული, ყოველკვარტალური ინფორმაციის მიღება, დამუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის წარდგენა; ლ) სამინისტროს მიერ კონტროლირებადი არასაგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მომზადება; მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველანაირი საბიუჯეტო შენატანების ყველა დონის ბიუჯეტებში მობილიზაციის ანალიზი; ნ) შემოსული განცხადებების საფუძველზე, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად, ან შეცდომით ჩარიცხული თანხების, ან სხვა შემოსულობების სწორი დანიშნულებით ბიუჯეტში გადატანის, ან უკან დაბრუნების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება; ო) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველყოფა; პ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება. მუხლი 11🔗 1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების დროული წარმოება; ბ) ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების წარმოება და თავისდროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე წინასწარი კონტროლის განხორციელება; გ) კონტროლის დაწესება სახსრების ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე (ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით), აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე; დ) წლიური და კვარტალური დეკლარაციებისა და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით; ე) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე; ვ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება; ზ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა და დოკუმენტების დამუშავება; თ) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელება; ი) მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზაცია, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროული განსაზღვრა და აღრიცხვაში მისი ასახვა; კ) საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვაზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემით სარგებლობა; ლ) ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ელექტრონულ სისტემაში ბუღალრტული დოკუმენტაციის ასახვა; მ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების (ბალანსები)  დროულად და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ ვადებში მიღება; ნ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს ნაერთი ფინანსური ანგარიშგების (კონსოლიდირებული ბალანსი)  შედგენა დ ა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში დადგენილ ვადაში წარდგენა; ო) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების დაყვანა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამდე, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებამდე; პ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება. 2. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსს ევალება სამინისტროს მთავარი ბუღალტრის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. მუხლი 12🔗 სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმების შედგენის ორგანიზება და შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის ePLAN მოდულში დარეგისტრირება; ბ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; გ) გამარტივებული შესყიდვების შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში გამარტივებული შესყიდვების შესახებ მომართვის წარდგენის საშუალებით; დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება; ე) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საჭიროების შემთხვევაში  წარდგენა; ვ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება. მუხლი 13🔗 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი; ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან; გ) სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვა; დ) საწვავის ხარჯვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის ბარათებისა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე კონტროლი, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული ლიმიტების შესაბამისად; ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილების, ასევე, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დეფექტური აქტების მომზადება და გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი; ვ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-სამეურნეო მომსახურების ორგანიზაცია; ზ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია და ზედამხედველობა; თ) შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლება; ი) სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების განსაზღვრა სავარაუდო მოცულობებისა და მიღებულ მონაცემების წარდგენა შესყიდვების სამმართველოსთვის; კ) სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მონიტორინგის უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა; მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ნ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; პ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;  ჟ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 14🔗 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 15🔗 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.