„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№170/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 170/ნ

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05.11.2013წ., 430210000.22.022.016688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული  დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“-,,მ“ ქვეპუნქტები:

,,კ) პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, პოლიტიკის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;

ლ) მონიტორინგის პროცესში არსებული ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება აქტივობების მოდიფიცირებისა და რესურსების გადანაწილების მიმართულებით;

მ) პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე ანგარიშების წარდგენა მინისტრისთვის ან/და საქართველოს მთავრობისთვის.“

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა