სსიპ ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
წარმოგიდგენთ საქართველოს სსიპ ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის 2016 წლის 06 დეკემბერი№1-233 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად დადგინდა სსიპ ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ნინელი კორძაია.
ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 1განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში შემოვიდა 1 მოთხოვნა სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილი იქნა 1 განცხადება, არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.
ამასთან სსიპ ქალაქ წალკის №2საჯარო სკოლის 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში
| რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 1 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
| 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების,დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა. | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის დაგაცემის თაობაზე. | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან,აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთანდაკავშირებული ხარჯების,მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ. | 0 |
სსიპ – ქალაქ წალკის №2 საჯარო
სკოლის დირექტორი ლეილა წიკლაური