საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 29.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016424
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №58 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.09.2017
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №58
2016 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა)
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 8 სექტემბრის №36 ბრძანება;
ბ)
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №74 ბრძანება;
გ)
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №66 ბრძანება;
დ)
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 6 დეკემბრის №87 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსი
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სოციალურ, პოლიტიკურ, იურიდიულ, ინჟინერიის ან მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ)
საჯარო, კერძო, არასამთავრობო სექტორში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
არსებული გარემოსდაცვითი კონცეფციების, გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;
ვ)
სტრატეგიების, გეგმების, საპროექტო წინადადებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;
ზ)
გარემოს დაცვის სფეროში ეროვნული ან საერთაშორისო პროგრამების/პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
თ)
მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა;
ი)
სავალდებულოა ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
კ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office; Google Apps for Business);
ლ)
სასურველია გარემოსდაცვითი მიმართულებით საჯარო სექტორში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 2🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს უფროსი
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ინჟინერიის ან მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ)
გარემოს დაცვის სფეროში საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, კერძო სექტორში, არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე წყლის რესურსების მართვის სფეროში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ)
წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, საერთაშორისო ან/და ეროვნულ პროგრამებში/პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
ზ)
სასურველია გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;
თ)
ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
ი)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგად ცოდნა.
მუხლი 3🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ინჟინერიის ან მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ)
გარემოს დაცვის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ლონდონის 1999 წლის ,,წყალი და ჯანმრთელობის პრობლემების ოქმის“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე წყლის რესურსების მართვის სფეროში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ)
წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო ან/და ეროვნულ პროგრამებში/პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
ზ)
სასურველია სტრატეგიულ დოკუმენტებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
თ)
ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
ი)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგად ცოდნა.
2.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ინჟინერიის ან მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ)
გარემოს დაცვის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ)
გეოგრაფიულ-საინფორმაციო სისტემასთან (ArcGIS) მუშაობის გამოცდილება;
ზ)
სასურველია წყალაღება-წყალჩაშვებასთან და ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
თ)
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
ი)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგად ცოდნა.
მუხლი 4🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება საინჟინრო ან მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ)
გარემოს დაცვის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
ნორმატიულ აქტებზე და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ)
სასურველია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
ზ)
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
თ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) ცოდნა.
მუხლი 5🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწის სამმართველოს უფროსი
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ)
სასურველია გეოინფორმაციულ სისტემასთან (GIS) მუშაობის გამოცდილება;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა.
მუხლი 6🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ)
სასურველია გეოინფორმაციულ სისტემასთან (GIS) მუშაობის გამოცდილება;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა.
მუხლი 7🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემებრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა.
მუხლი 8🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მუხლები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 295🔗), ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის (ზოგადი დებულებები, მუხლი 2🔗, დანართები 1 და 2), ,,შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ (CLRTAP)’’ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 1979 წლის კონვენციის, ,,ოზონის შრის დაცვის შესახებ’’ 1985 წლის ვენის კონვენციის, ,,ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ’’ 1987 წლის მონრეალის ოქმის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ევროდირექტივების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ)
გარემოსდაცვით საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
ზ)
სტრატეგიული დოკუმენტებისა და გეგმების შემუშავების გამოცდილება;
თ)
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
ი)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – ძალიან კარგად, Excel – ძალიან კარგად, Power Point – ძალიან კარგად) ცოდნა.
მუხლი 9🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მუხლები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 295🔗), ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის (ზოგადი დებულებები, მუხლი 2🔗, დანართები 1 და 2), ,,ოზონის შრის დაცვის შესახებ’’ 1985 წლის ვენის კონვენციის, ,,ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ’’ 1987 წლის მონრეალის ოქმის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ევროდირექტივების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ)
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – ძალიან კარგად, Excel – ძალიან კარგად, Power Point – ძალიან კარგად, Photoshop – კარგად) ცოდნა.
2.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან ტრანსპორტის მიმართულებით;
ბ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
გ)
ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების გაანგარიშების პროგრამული უზრუნველყოფის (COPERT) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
დ)
მონაცემთა დამუშავებისა და მართვის ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
ე)
კვალიფიკაცია რიცხვითი მონაცემების დამუშავების მეთოდებისა და მოდელების გამოყენებაში;
ვ)
ინფორმაციის მოძიებისა და მოძიებული მასალების დამუშავების გამოცდილება;
ზ)
გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემასთან (ArcGIS) მუშაობის გამოცდილება;
თ)
ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
ი)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – ძალიან კარგად, Excel – ძალიან კარგად, Power Point – ძალიან კარგად, Microsoft Access – ძალიან კარგად, ArcGIS – კარგად) ცოდნა.
მუხლი 10🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
1.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (სასურველია ინჟინერ-ქიმიკოსის კვალიფიკაციით);
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მუხლები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 295🔗), ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის (ზოგადი დებულებები, მუხლი 2🔗, დანართები 1 და 2), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა ან საწარმოო სექტორში სამუშაო გამოცდილება;
ვ)
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – ძალიან კარგად, Excel – ძალიან კარგად, Power Point – ძალიან კარგად) ცოდნა.
2.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;
ბ)
საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მუხლები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 295🔗), ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის (ზოგადი დებულებები, მუხლი 2🔗, დანართები 1 და 2), ,,შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ (CLRTAP)’’ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 1979 წლის კონვენციის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ევროდირექტივების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ)
გარემოსდაცვით საერთაშორისო პროექტებზე ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ)
ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
თ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – ძალიან კარგად, Excel – ძალიან კარგად, Power Point – ძალიან კარგად) ცოდნა.
მუხლი 11🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
დ)
კლიმატის ცვლილების სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
ე)
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ვ)
კლიმატის ცვლილების კონვენციის კუთხით მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამოცდილება;
ზ)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
თ)
საერთაშორისო პროექტების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
ი)
ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
კ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად) ცოდნა.
მუხლი 12🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ვ)
სათბურის გაზების ინვენტარიზაციის პრინციპების, მეთოდების და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
ზ)
კვალიფიკაცია რიცხვითი მონაცემების დამუშავების მეთოდების, სტატისტიკური მეთოდების და პროგნოზირებისათვის მოდელების გამოყენებაში;
თ)
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
ი)
ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
კ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – ძალიან კარგად, Excel – ძალიან კარგად, Power Point – ძალიან კარგად) ცოდნა.
2.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
კლიმატის ცვლილების პროცესის მოდელირებისა და მათემატიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ვ)
კვალიფიკაცია რიცხვითი მონაცემების დამუშავების მეთოდების, სტატისტიკური მეთოდების და პროგნოზირებისათვის მოდელების გამოყენებაში;
ზ)
პროგრამირების ერთ-ერთი ენის (Microsoft Excel VBA, C++…) ცოდნა;
თ)
კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ი)
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
კ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - ძალიან კარგად) ცოდნა.
3.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ვ)
სუფთა განვითარების მექანიზმისა და სხვა ფინანსური მექანიზმების, ასევე „ეროვნულად მისაღები შემარბილებელი ქმედებებთან“ დაკავშირებული საკითხების ცოდნა;
ზ)
სათბურის გაზების ინვენტარიზაციის პრინციპების, მეთოდების და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
თ)
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
ი)
ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
კ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – ძალიან კარგად, Excel – ძალიან კარგად, Power Point – ძალიან კარგად) ცოდნა.
მუხლი 13🔗.
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
გ)
კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
კლიმატის გლობალური ცვლილების პროცესის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პრინციპების ცოდნა;
ვ)
ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად) ცოდნა.