⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.09.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 26.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016426
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,828 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
26.09.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №60 2016 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №76 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; დ) კონტროლისა და ანალიზის ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება; ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ვ) ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ზ) გამორჩეული ანალიტიკური უნარები; თ) ინფორმაციის მოგროვებისა და გაზიარების უნარი; ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook, Google Apps for Business) ძალიან კარგი ცოდნა; კ) რთულ პირობებში მუშაობისა და შეზღუდულ დროში შედეგების მიღების უნარი; ლ) დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები; მ) ოფიციალური  და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება; ნ) დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან (საელჩოებთან) თანამშრომლობის  გამოცდილება. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით. სასურველია განათლება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობით; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) ადამიანური  რესურსების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ე) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის  ცოდნა; ვ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; ზ) დაგეგმვის, ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის, გუნდური მუშაობის  უნარები, ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავების და დანერგვის უნარი/გამოცდილება, ცვლილებების ინიცირებისა და დანერგვის უნარი/გამოცდილება, ინფორმაციის მოგროვების, ანალიზისა და გაზიარების უნარი; თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგად ცოდნა. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; დ) ადამიანური  რესურსების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების, ოპერატიული სისტემების: (MS office Word, Excel, Outlook, Google Apps for Business) კარგად ცოდნა, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) ძალიან კარგად ცოდნა. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში საქმისწარმოების სფეროში და/ან არქივარიუსად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ,,ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №70 ბრძანების, ,,დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანების, ,,დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №362 ბრძანების, ,,ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №263 ბრძანების, ,,ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №262 ბრძანებისა და ,,დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების, ოპერატიული სისტემების: (MS office Word , Excel Outlook) კარგად ცოდნა, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) ძალიან კარგად ცოდნა. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საქმისწარმოების და/ან ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების, ოპერატიული სისტემების: (MS office Word, Excel, Outlook) კარგად ცოდნა, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) ძალიან კარგად ცოდნა. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით; ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; ე) სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების  შემუშავების გამოცდილება; ვ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; ზ) გამორჩეული ანალიტიკური უნარები; თ) ინფორმაციის მოგროვებისა და გაზიარების უნარი; ი) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; კ) დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები; ლ) რთულ პირობებში მუშაობისა და შეზღუდულ დროში შედეგების მიღების უნარი; მ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგად ცოდნა. მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით; ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; ე) ინფორმაციის მოგროვებისა და გაზიარების უნარი; ვ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook, Google Apps for Business) კარგად ცოდნა. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკურ, საბუნებისმეტყველო, სამართალმცოდნეობის ან ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობით; ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული  ენების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook, Google Apps for Business) ცოდნა. მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით; ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; დ) ინგლისური  ენის კარგად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; ე) ინფორმაციის მოგროვებისა და გაზიარების უნარი; ვ) სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook, Google Apps for Business) კარგად ცოდნა. მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართალმცოდნეობის ან ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობით; ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული  ენების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook, Google Apps for Business) ცოდნა. მუხლი 11🔗. მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; ე) ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება; ვ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა. მუხლი 12🔗. მინისტრის მოადგილის თანაშემწე მინისტრის მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება;  ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა; ე) ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება; ვ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.