📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016427
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,869 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 09.03.2016 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 25.03.2025 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 30.05.2017 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 03.06.2022 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 24.05.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №61 2016 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური  დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის №108 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი დანართი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ადმინისტრაციულ/ფინანსურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ადმინისტრაციულ/ფინანსურ სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში, ასევე სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,გრანტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; დ) ოპერატიული სისტემების: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (ebudget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების საინფორმაციო სისტემის (etreasury) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (კარგად); ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 2🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) ფინანსურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;  გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის , ,,საჯარო სამართლის იურიდული პირის შესახებ “ საქართველოს კანონის , საქართველოს   საბიუჯეტო კოდექსის , „გრანტების შესახებ “ საქართველოს კანონის, შესაბამისი წლის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის ძირითადი არსისა და პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; დ) ოპერატიული სისტემების: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (ebudget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების საინფორმაციო სისტემის (etreasury) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 3🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ ’’ საქართველოს კანონის , ,, საჯარო სამართლის იურიდული პირის შესახებ “ საქართველოს კანონის , საქართველოს   საბიუჯეტო კოდექსის , შესაბამისი წლის „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის , საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის , საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის , საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის ძირითადი არსისა და პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; დ) ოპერატიული სისტემების: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (ebudget) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 4🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ ’’ საქართველოს კანონის , ,, საჯარო სამართლის იურიდული პირის შესახებ “ საქართველოს კანონის , საქართველოს   საბიუჯეტო კოდექსის , შესაბამისი წლის „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის , საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის ,  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის , საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის ძირითადი არსისა და პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; დ) ოპერატიული სისტემების: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (ebudget) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 5🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების  სამმართველოს უფროსი ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების  სამმართველოს უფროსი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვა - ანგარიშგების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება , მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება; გ) ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია AACA-ს სერთიფიკატი). დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ,,გრანტების შესახებ’’ საქართველოს კანონის,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის, ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის, „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ ინსტრუქციის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) ოპერატიული სისტემების: სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების საინფორმაციო სისტემის (etreasury) ცოდნა, საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებთან  INFO, ORIS მუშაობის გამოცდილება; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 6🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) საჯარო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის, „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ ინსტრუქციის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; დ) ოპერატიული სისტემების: სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების საინფორმაციო სისტემის (etreasury) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 7🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, აგრეთვე ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში; გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა; დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (I, III და IV თავები), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროგრამის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 8🔗.  ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების  სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (I, III და IV თავები), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; დ) ოპერატიული სისტემების: სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროგრამის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 9🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (I, III და IV თავები), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; დ) ოპერატიული სისტემების: სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროგრამის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 10🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება , მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება; გ) საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის, ასევე, დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (I, III და IV თავები),  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების, 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 11🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (I, III და IV თავები), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის N82 დადგენილებით დამტკიცებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/ 172 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 12🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (I, III და IV თავები), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა.