იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №4112
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016383
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№4112
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.
ხელშეკრულების პირობებში დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის (შემდგომში –
ფართობი) (სადაც დევნილი სახელმწიფოს მიერ იქნა განსახლებული და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, ასევე სადაც სამინისტრო ახორციელებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების (მათ შორის, ობიექტებში განსახლებულ დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა მიერ მოხმარებული წყლის, ნარჩენების გატანის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, განსახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯები) ანაზღაურებას) ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება ერთ დევნილზე განისაზღვროს თვეში 2 ლარით.
3.
დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:
ა)
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსი, რომელშიც ასახული იქნება ფართობი (უძრავი ქონება), ხოლო იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც ფართობი მესაკუთრისაგან გადაცემული აქვთ სარგებლობის უფლებით, დამატებით, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ)
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი და/ან გადამხდელის მოწმობა;
გ)
ცნობა მუნიციპალიტეტიდან ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოდან იმ ფართობის (ფართობების) შესახებ, რომელის მომსახურებასაც იგი ახორციელებს;
დ)
ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. მათ უნდა წარმოადგინონ ფართობის (ფართობების) ნუსხა რომელთა მომსახურებასაც ისინი ახორციელებენ;
ე)
ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ)
ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელიც აისახება ხელშეკრულებაში.
4.
დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
5.
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 2017 წლის 25 დეკემბერი.
6.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 5 იანვრის №1 ბრძანება.
7.
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი