ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 350000000.16.009.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 251 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტები 80% 08.06.2017 ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 75% 28.12.2023 საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 75% 13.11.2020 ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 74% 28.12.2021 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონი 74% 20.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №43 2016 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 46-ე და 49​9 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 1. ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს: 1.1 ანგარიშთა გეგმის ინსტრუქციები – დანართი №1; 1.2 ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1; 1.3 შემოსავლების,  საბუღალტრო კომპონენტების და ხარჯების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №2; 1.4 შენატანების და გრანტების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №3; 1.5 ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №4; 1.6 ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №5; 1.7 ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.1; 1.8 ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.2; 1.9 ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.3; 1.10 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, ქსელი) – დანართი №5.4; 1.11 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, მიწოდება) – დანართი №5.5; 1.12 ორი ან ორზე მეტი რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.6. 2. ამ დადგენილების 1.1-1.6 პუნქტებით დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა. 3. ამ დადგენილების 1.7-1.12 პუნქტებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შესაბამისად თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ 2019 წლის ანგარიშგების პერიოდზე. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავაკომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანი