⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33-98
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.101.016351
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 551 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2016 მიღება
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-98 2016 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 22-ე და 25-ე მუხლების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი  საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №30-87 დადგენილების შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების: შპს „თბილ ლაინი“ (ს/კ 404392260), შპს „კაპიტალ გრუპ“ (ს/კ 202353194), შპს „თბილ ქარ“ (ს/კ 404393241) და შპს „ფაბლიქ ქარ“ (ს/კ 404392411) (შემდგომში - ნებართვების მფლობელები) მიერ, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №30-87 დადგენილების მე-13 მუხლის ქვეპროგრამის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება (კოდი: 06 02 11)“ ღონისძიებების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით, ხოლო ფაქტიურად გადაყვანილ მოქალაქეთა მგზავრობის ფასი ანაზღაურდება შემდეგნაირად:  ა) ნებართვების მფლობელებმა, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ინფორმაცია უნდა გადაუგზავნოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს ნებართვების მფლობელებისათვის, შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასის სრული ოდენობის შესავსებად, 50%-ის ოდენობით თანხის ანაზღაურება (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 0,65 ლარიანი მგზავრობის ფასის შემთხვევაში, შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება) 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ქვეპროგრამიდან „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება (კოდი: 06 02 11)“. ამავე ქვეპროგრამიდან განხორციელდეს ნებართვების მფლობელების მიერ წარმოდგენილი 2016 წლის დეკემბრის თვის შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესაბამისი თანხების ანაზღაურება. მუხლი 2🔗 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №30-87 დადგენილების მე-13 მუხლის ქვეპროგრამის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას  უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება (კოდი: 06 02 11)“ ღონისძიებების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე მოქალაქეებს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, მოეხსნათ შეღავათიანი მგზავრობის უფლება. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2-6 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი