„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 3 ოქტომბრის №558 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№727
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016593
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანებ № 727

2016 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 3 ოქტომბრის №558 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016574) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ – „ნ7“ ქვეპუნქტები:

„ნ1) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის  სისტემის დაგეგმვას, ავტომატური ფოტო (რადარი) და ვიდეოტექნიკის დამონტაჟება/განთავსებას და ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვას;

2) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახორციელებს სასაზღვრო გამტარი პუნქტების, აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადგილების ვიდეო კამერებით აღჭურვას ან/და უკვე არსებული ვიდეოკამერების ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვას;

3) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იყენებს სხვის მფლობელობაში არსებულ/დამონტაჟებულ ავტომატურ ფოტო (რადარი) და ვიდეოტექნიკას;

4) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების და მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციათან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

5) აწარმოებს ერთიან რეესტრს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ფარგლებში კამერების განთავსების ადგილებისა და რაოდენობის შესახებ;

6) კონსულტაციას უწევს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს კამერის ტიპის, შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების და მის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

7) ადგენს ვიდეომეთვალყურეობის და შეზღუდული დაშვების სისტემების (და მასთან დაკავშირებული ტექნიკის) ტექნიკურ მახასიათებლებს. აგრეთვე, ტექნიკური დოკუმენტაციის და რეალური მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას;“.

2. მე-10 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის  სისტემის დაგეგმვას, ავტომატური ფოტო (რადარი) და ვიდეო ტექნიკის დამონტაჟება/განთავსებას და ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვას;

2) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახორციელებს სასაზღვრო გამტარი პუნქტების, აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადგილების ვიდეო კამერებით აღჭურვას ან/და უკვე არსებული ვიდეო კამერების ვიდეომეთვალყურეობის  სისტემაში ჩართვას;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“-„ი“  ქვეპუნქტები:

„ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იყენებს სხვის მფლობელობაში არსებულ/დამონტაჟებულ ავტომატურ ფოტო (რადარი) და ვიდეო ტექნიკას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების და მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციათან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ზ) აწარმოებს ერთიან რეესტრს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ფარგლებში კამერების განთავსების ადგილებისა და რაოდენობის შესახებ;

თ) კონსულტაციას უწევს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს კამერის ტიპის, შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების და მის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ი) ადგენს ვიდეომეთვალყურეობის და შეზღუდული დაშვების სისტემების (და მასთან დაკავშირებული ტექნიკის) ტექნიკურ მახასიათებლებს. აგრეთვე, ტექნიკური დოკუმენტაციის და რეალური მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი