„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №1216/27-1
2016 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №1 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, 61 ნომერი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ხასაშვილი
დანართი №1
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები, ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 61 | სახელები : 1. ახტარი (AKHTAR) 2. მოჰამადი (MOHAMMAD) 3. მანსური (MANSOUR) 4. შაჰ მოჰამედი (SHAH MOHAMMED) დაბ . თარიღი : ა) დაახლოებით 1960 ბ) 1966 დაბ . ადგილი : სოფ. ბანდ–ე–ტიმური, მაივანდის რაიონი, ყანდაარის პროვინცია, ავღანეთი (Band-e-Timur village, Maiwand District, Kandahar Province, Afghanistan) ეროვნება / მოქალაქეობა : ავღანელი
| ა) ახტარ მოჰამად მანსურ ხან მუჰამადი (Akhtar Mohammad Mansour Khan Muhammad); ბ) ახტარ მუჰამად მანსური (Akhtar Muhammad Mansoor); გ ) ახტარ მოჰამად მანსური (Akhtar Mohammad Mansoor); დ) ნაიბ იმამი (Naib Imam).
| პასპორტის მონაცემები : ქაბულში (Kabul) გაცემული ავღანეთის პასპორტი: ავღანური ნომერი SE-011697 გაცემის თარიღი: 25.01.88 მოქმედების ვადა: 23.02.00 პირადი ნომერი :
|
| 25.01.01 (ცვლილებები 03.09.03 18.07.07 21.09.07 01.02.08 29.11.11 23.12.16)
| თალიბანის რეჟიმი, სამოქალაქო ავიიცისა და ტრანსპორტის მინისტრი. 2011 მონაცემებით, ჩართულია ნარკოტიკებით ვაჭრობაში, განსაკუთრებით გერდ–ე–ჯანგალში, ავღანეთი (Gerd-e- Jangal, Afghanistan). 2007 წლის მაისის მონაცემებით, მოქმედებს ხოსტის, პაკტიასა და პაკტიკას პროვინციებში, ავღანეთი (provinces of Khost, Paktia and Paktika, Afghanistan). 2007 წლის მაისის მონაცემებით, თალიბანის მმართველი ყანდაარში (Kandahar). 2009 წლის მონაცემებით, მულაჰ აბდულ განი ბარადარის (Mullah Abdul Ghani Baradar) მოადგილე თალიბანის უმაღლეს საბჭოში (Taliban Supreme Council). თალიბანის პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ავღანეთის ოთხ სამხრეთულ პროვინციაზე. 2010 წლის თებერვალში, მულაჰ ბარადარის (Mullah Baradar) დაპატიმრების შემდეგ თალიბანის უმაღლესი საბჭოს (Taliban Supreme Council) დროებითი ხელმძღვანელი. სავარაუდოდ იმყოფება ავღანეთი/პაკისტანის საზღვარზე. მიეკუთვნება იშაქზაის ტომს (Ishaqzay tribe). გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია 2016 წლის მაისში. |